1,021 წაკითხვააქციის დარბევისას ცესკოსთან ტვ პირველის ოპერატორი დაშავდა. მას ტრავმა თვალის არეში აქვს მიღებული. მთავარი არხის გადაღებულ კადრებში ჩანან სხვა დაშავებულებიც, ერთ ერთს თავი ტრავმა აქვს. სავარაუდოდ მას მყარი საგანი მოხვდა. მთავარი

1,209 წაკითხვა ირინა სარიშვილის პოსტი ფეისბუქში: ამ წუთამდე ვინც ამ ბოროტმოქმედი ხელისუფლების თუნდაც პასიურ მომხრედ რჩება, ვინც არ უნდა იყოთ ჩემი, რაც არ უნდა მაკავშირებდეს თქვენთან, იცოდეთ, თქვენი მტერი ვარ! პირადი მტერი! სიმართლე გაიმარჯვებს და ყველაფერი კარგად იქნება

1,242 წაკითხვაცესკოსთან, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, სამართალდამცავებმა კვლავ წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირება ცესკოს შენობასთან ამ დრომდე გრძელდება. აქციის მონაწილეებმა ცესკოს დამცავი ჯებირის გარღვევა სცადეს, მათ ნაწილი უკვე გაარღვიეს, თუმცა ნაწილის გარღვევის საშუალებას სპეციალური დანიშნულების რაზი არ აძლევს. აქციის მონაწილეები პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა ნივთებს ისვრიან. იპნ

899 წაკითხვაცესკოსთან მიმდინარე აქციაზე ვითარება დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა ცესკოს დამცავი ჯებირის გარღვევა სცადეს, მათ ნაწილი უკვე გაარღვიეს, თუმცა ნაწილის გარღვევის საშუალებას სპეცალური დანიშნულების რაზი არ აძლევს. ჩართულია სპეციალური ხმოვანი სიგნალი, რომლითაც მოქალაქეებს მართლწესრიგის დაცვისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

1,068 წაკითხვაგიორგი უდესიანი, სოციალურ ქსელში, ფოტოს ავრცელებს და წერს: „ამაღამ ცესკოსთან რუსი ოლიგარქის ჯალათებმა ჩემი სიძე ზაზა გუგავა დაასახიჩრეს, ექიმები იბრძვიან რომ მისი თვალი და მხედველობა გადაარჩინონ. ზაზა რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანია, იყო ბრძოლაში დაჭრილი და სხეულით ატარებს დღემდე რუსულ ტყვიებს, გამძლეობა და ჯანმრთელობა ზაზას. საქართველოს კი გამარჯვებას უსურვებ თავისუფლებისთვის ბრძოლაში!! არ შეგრჩება ივანიშვილო!! დედა აღარა გყავს!! ზაზა გუგავა გაძლება და […]

1,930 წაკითხვასაკრებულოს ყოფილი წევრი, სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს: „ამ ყველაფერს რომ ვიყურებ, სულ „ოპერაცია წმინდა იანვარიუდი“ მახსენდება. ყველამ რომ იცის ქალაქში, ძარცვა რომ მზადდება. აქაც ასეა. ყველამ კარგად იცოდა, რომ „ცესკოზე“ შტურმი მზადდებოდა. იხილეთ კუპრავას დიალოგი, ათასი ბოევიკით ჰაერში ავწევ „ცესკოსო“ ამბობს კაცი წინასწარ. ასევე ყველამ კარგად იცოდა, რომ ნაცებს არჩევნები რევოლუციისთცის სჭირდებოდათ. არც ბიულეტენების გადათვლა უნდათ, არც სიტუაციის […]

1,212 წაკითხვა ნუკრი ქანთარია ცენტრალურ საარჩევნო  კომისიასთან განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება: „რადიკალური ოპოზიციის მიზანი მარტივია, მაგრამ ვერაგული. რადგან დაინახეს, რომ მშვიდობიანი პროტესტით ფონს ვერ გადიან, ახლა შეეცადნენ გაამწვავონ სიტუაცია, მიაღწიონ მსხვერპლს. როგორმე საზოგადოებას დაანახონ სისხლი, რაც მათი აზრით, აღაშფოთებს მოსახლეობას, გაზრდის საპროტესტო მუხტს.და უმართავ პროცესებს გამოიწვვს. ნაც.აქტივისტ კუპრავას მიერ ამ გეგმის გახმიანება – “600 პროტესტანტით ცესკოს ჰაერში ავწევთ”, ამ […]

1,543 წაკითხვაჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „საოცარი ფენომენია დრო! „ნუ ეცდები დროის მოკვლას, დრო მოვა და თვითონ მოგკლავს“. ეს სტრიქონები ისე არავის მიესადაგება, როგორც ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. გაიხსენეთ, როგორ გაქრნენ 80-იანი წლების დამლევს, ეროვნული მოძრაობის აღმავლობის ხანის და დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან პირველხანებში ძალიან პოპულარული და გავლენიანი პოლიტიკური ძალები. გაიხსენეთ, მომდევნო წლებშიც, როცა პოლიტიკური ცხოვრება მეტ-ნაკლებად კალაპოტში ჩადგა, როგორ “მოკლა დრომ” […]