1,676 წაკითხვაპარლამენტარი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში წერს: “მთავრობას ვთავაზობ იდეას, რომლის განხორციელებაც დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, ქმედითია და უკვე სხვა ქვეყნებში აპრობირებულიცაა. მომზადდეს სამართლებრივი ბაზა და კარანტინის დამრღვევს არ შეეძლოს: ქვეყნის დატოვება, ჩამოერთვას მართვის მოწმობა, არ ჰქონდეს იარაღის ტარების ან შენახვის უფლება, ვეღარასოდეს იმუშაოს სახელმწიფო სამსახურში და ა.შ. სინგაპურმა უკვე გამოიყენა ეს ქმედება და მოქალაქეს, რომელმაც დაარღვია კარანტინის წესი, აღარასოდეს […]

2,039 წაკითხვათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ამ მდგომარეობაში ყველაზე დიდი დახმარება იქნება ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა თავი დაანებოს მავნებლობას. კალაძის თქმით, საქართველოს მოქალაქეების სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოყვანა მიმდინარეობს და ეს ღონისძიება მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. მისივე თქმით, თუ დამატებითი ღონისძიებების საჭიროება იქნება სახელმწიფო ამასაც გააკეთებს. „ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია, კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულია, რეისები განხორციელებულ იქნა. ბოლო დღეების განმავლობაში, როდესაც მოხდა […]

2,482 წაკითხვანიკა გვარამია ვახო სანაიას სოლიდარობას უცხადებს, ეს უკანასკნელი კი – ოქრო ხარო და გულებს უგზავნის. ინგა გრიგოლია წერს სტატუსს, რომ თითქოს გუშინდელი მარაზმი ვახო სანაიას ჟურნალისტური გაბედულება იყო და არა ტვ “პირველის” საერთო სარედაქციო პოლიტიკის ნაწილი. გვარამია აცხადებს, რომ სახელმწიფო დაავადების რეალურ მასშტაბს მალავს. პარალელურად სააკაშვილი, როგორც ყოველთვის, იტყუება და 10.000 ემიგრანტის საკუთარი სახსრებით ჩამოყვანაზე მთავრობის ნებართვას ითხოვს. არადა, […]

5,434 წაკითხვაძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ მაინც მომიწია: საგანგებო მდგომარეობის გამო აუცილებლად უნდა შეიზღუდოს საინფორმაციო საშუალებები! ვითარება საგანგაშოა! საზოგადოების დეზინფორმირების მასშტაბი იზრდება! დროა, მედია მუშაობის სხვა რეჟიმზე გადავიდეს! ბონდო მძინარაშვილი

2,313 წაკითხვანეტავ, ახლად გამოჭყლეტილი ვიღაც კორონავირუსი უფრო ძლიერია თუ ბებერი ძია შიმშილი?)) როგორც ვატყობ, მთავრობა არანაირი სოციალური პაკეტის შემუშავებას არ აპირებს, რესურსიც არ აქვთ ალბათ, ეკონომიკის რეფორმირება და ადგილობრივ წარმოებაზე გადაყვანა კი არ უნდათ და არც აფიქრდებათ. კორონა-შიშები, ჩვენი საამაყო ექიმების იმიჯი, მასმედიის მხრიდან ტვინების არევა და მისთანანი კიდევ მაქსიმუმ 2 თვეს იმუშავებს, კიდევ 2 თვე “კორონაზე გამარჯვებას” ვიზეიმებთ, მაგრამ […]

1,718 წაკითხვაპრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ემიგრანტების ჩამოყვანის პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება. ასე გამოეხმაურა პრემიერი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ემიგრანტების ჩამოყვანასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, საქართველომ პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ისინი მათ სამშობლოში ჩამოყვანას უზრუნველყოფენ. „საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია მიმართოს საელჩოებს და […]

1,665 წაკითხვაპაატა იმნაძე ოპონენტებზე – მე პოლიტიკოსი არ ვარ, მრევენ პოლიტიკაში, არ მინდა, თავი დამანებოს ყველამ, რადგან ბევრი რამე ვიცი და ვიტყვი ყველაფერს, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ყველამ თავი დაანებოს ტელევიზიებში კეკლუცობას, ტესტებს აქვს თავისი აზრი, თავისი გამოყენების დროს, რომელი ტესტი როდის უნდა გამოიყენო. „თავი დამანებონ, […]

1,507 წაკითხვაპაატა იმნაძე კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ დარჩნენ სახლში, რათა ვირუსის გავრცელება არ მოხდეს და არ განმეორდეს ის, რაც იტალიაში მოხდა. ამის შესახებ მან “იმედი”-ს ეთერში ჩართვისას განაცხადა: „ის, რაც უკვე გაკეთდა, ეს ყველაფერი იყო შიდა გადაცემის პრევენციისთვის. ახლა ყველაფერი ჩვენს მოსახლეობაზეა უკვე დამოკიდებული. თუ არ გინდათ მივიღოთ იტალია, დარჩით სახლში. აი ეს არის დღეს, მეტი აღარაფერი. დღეს არის მთავარი […]

1,366 წაკითხვასაქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო სტომატოლოგიურ კლინიკებს მიმართავს რეკომენდაციით, არ განახორციელონ გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება 2020 წლის პირველ მაისამდე. ამის შესახებ აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით, სამინისტრო სტომატოლოგებს კიდევ რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს. „კერძოდ: არ იქნას გამოყენებული მაღალი სიჩქარის ბუნიკები, ულტრაბგერითი და ჰაერ-ჭავლოვანი აპარატები, შესაბამისად, არ ჩატარდეს სტომატოლოგიური მანიპულაციები, რომლის დროსაც წვეთები და აეროზოლები გამოიყოფა. რესპირატორული დაავადებების კლინიკური სიმპტომების (ხველა, ქოშინი, მაღალი ტემპერატურა და COVID 19-ისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები) არსებობისას […]