12,236 წაკითხვანანიკო ხაზარაძის პოსტი ფეისბუქში: „ვისაც ჩემზე უფრო გიყვართ მამაჩემი, გელოდებით ყიფშიძის 16 ნომერში. თქვენ გექნებათ იზოლირებული ოთახი და ტელევიზორი, კვება თავისთავად. მამას ალცჰაიმერი აქვს. ალცჰაიმერის დაავადება — თავის ტვინის დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ინტელექტის პროგრესირებადი დაქვეითებით. ვისაც შეხება არ ქონია ამ დიაგნოზთან, რთულად გაიგებს მის ხასიათს, რომელიც ფაზებით ხასიათდება. თავიდან შეუმჩნევლად მიდის ყველაფერი და ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენ რომ […]

1,823 წაკითხვათელავის რაიონულმა სასამართლომ, პანკისში, ჩაცმულობის გამო მამა-შვილის ცემის ფაქტზე 2 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, მესამე პირი, რომელიც არასრულწლოვანია, 2000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროცესზე ბრალდების მხარე სამივე დაკავებულისთვის პატიმრობას ითხოვდა. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. სასამართლოს ეზოში პანკისის ხეობის მცხოვრებლები იყვნენ შეკრებილი, თუმცა მომხდარის შესახებ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. ცნობისთვის, პანკისის ხეობის სოფელ ყვარელწყალში, გოჩა წელაურისა და მისი […]

1,926 წაკითხვაშატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, 12 მოქალაქე გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ – „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც მიკროავტობუსი გადავარდა კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ […]

1,386 წაკითხვა„სიმართლე ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში არსებული სიტუაციის შესახებ“– ამ სათაურით ავრცელებს განცხადებას თენგიზ ცერცვაძე, რომელსაც გთავაზობთ. „ა.წ. 21 აგვისტოს ჯანდაცვის სამინისტრომ მასმედიაში გაავრცელა განცხადება და წერილი, რომელიც თითქოს ადასტურებს, რომ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს ა.წ. თებერვალში მიღებული ჰქონდა ნებართვა გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებისთვის საკუთარი დივიდენდის გამოყენებაზე, რომელიც თითქოს არ გამოვიყენეთ და შესაბამისად, ცენტრის მიერ პაციენტების მიღების შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა […]

3,255 წაკითხვაპარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, დაირგო 2000-მდე ნერგი, მათ შორის: ლოროპეტალუმი, მარადმწვანე ძახველი, ოლეანდრა, ფიტოსფორუმი, ბზა, როზმარინი, ვაციწვერა, ჭრელფოთოლა ლუგუსტრუმი, კვიდო. ინფორმაცია განახლებულ რუსთაველზე და დარგულ ნერგებე თბილისის მერიამ გუშინ გაავრცელა. იგივე ინფორმაცია გაავრცელა თავის გვერდზე ქალაქის მერმა, კახა კალაძემაც. “ალიას” მოაწოდეს ინფორმაცია, რომ დღეს განახლებულ რუსთაველზე გავიდა რამდენიმე მამაო, რომლებიც ითხოვდნენ ოლეანდრას ამოღებას რუსთაველის ტერიტორიიდან, რადგან ეს მცენარე […]

1,706 წაკითხვათბილისში, 29 ივნისს 24 წლის გოგონას, სევას ყოფილმა შეყვარებულმა შალვა გოგოლაძემ ბენზინი გადაასხა და მისი ცოცხლად დაწვა სცადა. ახალგაზრდა გოგონა ამ დრომდე საავადმყოფოშია და მას საზოგადოების ფინანსური დახმარება სჭირდება. „გახსოვთ ალბათ ცოტა ხნის წინ თბილისში მომხდარი ამბავი, რომელმაც ყველას კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ რამხელა საფრთხის წინაშე არიან ქალები ყოველდღიურად. 29 ივნისს 24 წლის სევას ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა და მისი ცოცხლად […]

2,063 წაკითხვა„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, რამდენიმე საარჩევნო ოლქში თვითმმართველი ორგანოების პოლიტიკური თანამდებობის პირთა, ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება. „ქართული ოცნებამ“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე კანდიდატებზე შეჯერება მოახდინა. პარტიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „საზოგადოებას მოეხსენება, რომ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, რამდენიმე საარჩევნო ოლქში თვითმმართველი ორგანოების პოლიტიკური თანამდებობის პირთა, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს […]

2,037 წაკითხვაინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძეს პასუხობს. ცერცვაძის განცხადებით, ჟურნალისტის კითხვაზე ხუნდაძემ უპასუხა, რომ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიერ 20 აგვისტოდან COVID-19-ით და აივ/შიდსით სტაციონარული პაციენტების მიღების დროებით შეჩერება სწორი გადაწყვეტილება არ იყო. „ბატონო დიმიტრი! ჩვენ იძულებული ვიყავით დროებით შეგვეჩერებინა ზემოთაღნიშნული პაციენტების მიღება, ვინაიდან ცნობილი მიზეზების გამო, ცენტრში არ იყო უზრუნველყოფილი ამ […]

2,760 წაკითხვალაშა ბეჭვაიამ ფეისბუქში დაწერა: „უკვე ყველასთვის გასაგებია რომ ქართული ოცნება არჩევნებს აგებს. ეს უპირველეს ყოვლისა გასაგებია მათი მაჟორიტარი დეპუტატებისთვის. უკვე დაიწყო პროცესი მათი ოპოზიციაში გადაბარგების, ზოგი ჩუმად, ზოგიც აშკარად ეძებს შეხების წერტილებს ჩვენთან! მგონი ყველანი ვხვდებით რომ ამ ქვეყნის მთავარი ჭირი ივანიშვილია და არა რომელიმე ცალკე აღებული დეპუტატი. ამიტომაც ამ საკითხს ცივი გონებით უნდა შევხედოთ, ზედმეტი ხმაურის და ლანძღვის […]

1,376 წაკითხვათამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი, რომელიც თბილისის პროკურატურაში იმყოფება, აცხადებს, რომ ბოთლში, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში იპოვეს გარკვეული ნივთიერებები იყო გახსნილი. ადვოკატი ახალ გარემოებაზე საუბრობს და გამომძიებლებს ხვდება. „ბოთლს, რომელსაც ჩაუტარდა ქიმიური ექსპერტიზა აღმოჩენილია დოქსილამინის და კარდოლაქსის წვეთები, რაც ნიშნავს, რომ ბოთლი გახსნილია და შიგნით არის მოთავსებული მედიკამენტი. თვითონ ეს დოქსილამინი ძალიან იშვიათი მედიკამენტია, როგორც ჩანს, მოხდა მედიკამენტის ბოთლში […]