2,205 წაკითხვაშეძლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში მდებარე ყველა სასტუმროსა და აბანოს შესყიდვას? “ფორმულას” ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ცალკეული კერძო მესაკუთრეები ქონების გასხვისებას არ აპირებენ. ივანიშვილის ოპონენტები დარწმუნებულები არიან იმაში, რომ ყოფილი პრემიერი სახელმწიფო ბალანსზე არსებულ შენობებს სიმბოლურ ფასად მიიღებს. ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს კი წყალტუბოში მდებარე სასტუმროებისა და აბანობის ღირებულება ჯერ არ დაუდგენია. “ფორმულას” ინფორმაციით, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი თამაზ […]

2,283 წაკითხვასაქართველოს პრეზიდენტმა საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ისაუბრა  და მეუფე პეტრეს განცხადებებიც შეფასა. სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან მცირე კომენტარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს  მხარდაჭერა გამოუცხადა. “პატრიარქის შეურაცხყოფა არის ერის შეურაცხყოფა, არის ჩვენი კულტურის, ტრადიციების,  იმ ისტორიის შეურაცხყოფა, რომელზედაც დგას საქართველო და საქართველოს დამოუკიდებლობა. ამიტომ მე მოვედი დღეს იმ თანადგომით, რომელიც არის პრეზიდენტის მოვალეობა და ჩემი პერსონალური გამოხატულება,” – აღნიშნა დღეს […]

2,217 წაკითხვაამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ყოველწლიურ ანგარიშში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად, შეფასებულია საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის წამყვანი უწყება ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირებისა და გამოძიების წარმოების საკითხში და ზოგადად არის კარგად აღჭურვილი და მომზადებული. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოს ზოგადად შესწევს უნარი […]

1,938 წაკითხვასასულიერო პირები პატრიარქის გადაწყვეტილებას ელოდებიან – როდის დაინიშნება ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანოს კიდევ ერთი სხდომა, რომ მეუფე პეტრეს საკითხი განიხილონ.  თეოლოგები ეპარქიიდან იძულებით განკვეთილ მეუფეს გადაწყვეტილების გასაჩივრებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ აუცილებელია ჭყონდიდის ეპარქიამ სინოდს წერილობით მიმართოს. იმ შემთხვევაში თუ სინოდი მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ჯერი მსოფლიო საპატრიარქოზე დადგება. ისინი მღვდელმთავრებს ურჩევენ მეუფე პეტრეს მიერ გაჟღერებულ მძიმე ბრალდებებზე კიდევ ერთხელ იმსჯელონ და მამხილებელი მტკიცებულებითაც დაინტერესდნენ.  ირკვევა, რომ სხდომაზე განცხადება მეუფემ […]

1,773 წაკითხვა„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ყოველთის გამოირჩეოდა სახელმწიფოებრივი ნაბიჯებით და სიმტკიცით“ – აცხადებს საპატრიარქოს და სინოდის სკანდალური სხდომის ირგვლივ განვითარებული პროცესების შეფასებისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია. „კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კათოლოკოს-პატრიარქი ეკლესიის შიგნით არსებულ ვითარებას ძირეულად აღიქვამს. იმედი მაქვს, კიდევ დიდხანს იქნება მისი უწმინდესობა ჩვენი ეკლესიის სათავეში. პატრიარქი წარმოადგენს სიმბოლოს ჩვენი ეროვნული იდენტობის და გარკვეულწილად, სახელმწიფოებრიობის. ეკლესიის და პატრიარქის მიმართ ნასროლი […]

2,250 წაკითხვავიცე-პრემიერის, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, დოკუმენტების  დიგიტალიზაციის პროცესში მსჯავრდებულები ჩაერთვებიან.  პროექტი მიმდინარე წლის  1  ნოემბერს, გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში დაიწყება და ეს არის საჯარო  სამსახურში პატიმრების დასაქმების პირველი პრეცედენტი. პროექტში მონაწილე  მსჯავრდებულებს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი პირადად შეხვდა.  მისი თქმით,  მსჯავრდებულთა დასაქმება მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის   უმნიშვნელოვანესია. „იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტი არის პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულთა  რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე ზრუნვა.   მოგეხსენებათ, გლდანის  საპყრობილეში  უკვე […]

2,218 წაკითხვასინოდის სხდომაზე ფიზიკური შეხლა-შემოხლაც იყო — ამის შესახებ განცხადება მეუფე სტეფანემ (კალაიჯიშვილი) გააკეთა. მისი თქმით, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, მას შემდეგ, რაც მის განყენებას მღვდელმთავრებმა მხარი დაუჭირეს, პატრიარქს დაუპირისპირდა. «როდესაც ეს განჩინება სინოდიდან მხარდაჭერილ იქნა, მან დაინახა რომ ცუდადაა საქმე, ისტერიკაში ჩავარდა, მივარდა პატრიარქს და დაუწყო თითების ქნევა და რაღაც უაზრობების ყვირილი … რომ მივარდა პატრიარქს, მღვდელმთავრები წინ ჩაუდგნენ,» — განაცხადა […]

2,248 წაკითხვაეკლესიაში განვითარებულ მოვლენებზე- ეს არის ივანიშვილის ძალმომრეობის პოლიტიკის შედეგი. მან ფეხ ქვეშ გათელა რწმენაც, ღირებულებებიც, ეკლესიაც, სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტებიც. ქვეყანაში დაამკვიდრა ქაოსი, არეულობა, შუღლი და დაპირისპირება და რუსული გავლენები. ამიტომ სახელმწოფოებრივი ამოცანაა ოლიგარქის ჩამოცილება ხელისუფლებისაგან, რათა ქვეყანას მიეცეს ამოსუნთქვის და სწრაფი განვითარების საშუალება“ – წერს სააკაშვილი.  

1,709 წაკითხვათურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე საგანგებო განცხადება გააკეთა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მსგავსი წარმოუდგენელი თავდასხმები საქართველოს პატრიარქზე, ქვეყნის სულიერ სიმბოლოზე, არის შეტევა ქვეყანაზე,  სახელმწიფოებრიობასა და ეკლესიაზე. “საქართველოს პატრიარქი არის ჩვენი ქვეყნის სულიერების, ჩვენი წარსულის, დღევანდელობის და მომავლის შემკვრელი სიმბოლო. ადამიანები, რომლებიც ვერ თოკავენ საკუთარ ეგოს, უდიდესი რისკის ქვეშ აყენებენ ჩვენს დღევანდელობასა […]

2,272 წაკითხვაპარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას თქმით, დღეს სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებული მოვლენები და გაკეთებული განცხადებები ძალიან მძიმე და რთული იყო. “პირველი ემოცია და შთაბეჭდილებები არის ძალიან მძიმე და რთული, მინდა ვისურვო პირველ რიგში სიმშვიდე. ჩვენ საზოგადოებას, რომლის უდიდესი ნაწილიც არის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი, რომელიც ღელავს და გულის ფანცქალით ელოდება ამ ამბების გაგრძელებას, სჭირდება სიმშვიდე.  პირველი ემოცია, რაშიც ეჭვი არ […]