2,265 წაკითხვა „როცა ტრადიციული, საოცრად საღი და გახსნილი ქართული კულტურის მატარებელ ხალხს ერთი მუჭა მართული უხვად დაფინანსებული ნაძირალების ჯგუფი, რომელიც კარგად დაგეგმილ და აწყობილ ინფრასრუქტურაშია გადანაწილებული (პრესა, ტელევიზიები, არასამთავრობოები, პროფესურა ე.წ. ”რეიტინგულ უნივერსიტეტებში” (სნობი შეძლებული ქართველების ჯიბეებიდან ფულის ამოსახაპად და მათი შვილების გამოსათაყვანებლად), ბედავს იმას,  რომ უკვე 25 წელია არყევს, უტევს და ცდილობს გარყვნას ამ კულტურის მატარებელი ხალხი (რაც, თავისთავად, […]

1,018 წაკითხვა „ერთია რას ამბობს რუსეთი და მეორეა, ნატოს მტკიცე პოზიცია. რუსეთი ქმნის სირთულეებს, მაგრამ ამ სირთულეებს უნდა გავუმკლავდეთ. გადაწყვეტილებას მიიღებს ნატო კონსენსუსით“, – განუცხადა „ქრონიკას“ ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრისას. „ნატოს წევრმა ქვეყნებმა საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღეს და თქვეს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. კითხვაა – როდის. […]

2,057 წაკითხვა„გრიგორი კარასინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას ტოვებს, ასაკის გამო. რუსი დიპლომატი 23 აგვისტოს 70 წლის ხდება. მის შემცვლელად კი სამი კანდიდატურა სახელდება და როგორც რუსული „კომერსანტი” წერს, მთავარი კანდიდატი ივან ვოლინკინია, რომელიც რუსეთის საგარეო უწყებაში საკონსულო დეპარტამენტის დირექტორია და რომელიც 2007 წელს საქართველოდან გააძევეს 2 რუს დიპლომატთან ერთად, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ბრალდებით. რა ბედი ელის კარასინი-აბაშიძის […]

2,895 წაკითხვა„ლარის კურსი კატასტროფულ მდგომარეობაშია. შეიძლება ითქვას, ჩვენი ეროვნული ვალუტა და მისი გაცვლითი კურსი ქვეყნის დღევანდელი ეკონომიკის სახეა,“ – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მან აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებები გააკრიტიკა. ჭყონიას შეფასებით, კობა გვენეტაძის განცხადებიდან, რომ – „ქვეყანაში თავისუფალი გაცვლითი კურსია“ – მხოლოდ ის დასკვნა კეთდება, რომ ეროვნული ვალუტა მართლაც თავისუფლად არის მიტოვებული. […]

4,003 წაკითხვაპენიტენციური სამსახური შაბათის კურიერის ანონსს ეხმიანება, რომელიც ციხეში პატიმრის გარდაცვალებას ეხება. „დღეს, ტელეკომპანია რუსთავი-2-ის მიერ, შაბათის კურიერის ანონსში, გავრცელდა ცრუ ინფორმაცია 24 ივლისს გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის – გ.ჯ.-შვილის შესახებ.  ანონსში ითქვა, თითქოს პატიმარი გლდანის ციხეში „აწამეს“, „თავი აქვს გადახსნილი“ და სხვ. სპეციალური პენიტენციური სამსახური უსამძიმრებს პატიმრის ოჯახის წევრებს, მათ შორის მათ, ვინც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მსახურობს, […]

2,137 წაკითხვაანაკლიის განვითარების კონსორციუმმა პორტის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოავლინა. პროექტს ფრანგული კომპანია Eiffage-ი ააშენებს. “კომპანია პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებს პარტნიორ კომპანიებთან, კერძოდ შვეიცარულ ABB-თან და ქართულ CRP-თან ერთად შეასრულებს. გენერალური კონტრაქტორის შესარჩევ საერთაშორისო ტენდერში მსოფლიოს წამყვანი სამშენებლო-საინჟინრო კომპანიები მონაწილეობდნენ. კონკურსი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა და არჩევანი კონსორციუმმა ფრანგულ Eiffage – ზე შეაჩერა, რომელიც ევროპაში სამშენებლო კომპანიათა ხუთეულში შედის და მსოფლიოს […]

2,369 წაკითხვაჟურნალისტი გოჩა მირცხულავა, სოციალურ ქსელში შემდეგი სახი პოსტს აქვეყნებს: „ისევ არაპოპულარულ რამეს ვიტყვი – ჩემი ნება რომ იყოს, ეკლესიას და პოლიტიკურ პარტიებს საბიუჯეტო დაფინანსებას შევუწყვეტდი. ეკლესიას იმიტომ, რომ აცხადებენ, ამ თანხებს საგანმანათლებლო საქმიანობაში ვხარჯავთო და მთელი ცხოვრება ჩემს და ჩემი თანამოქალაქეების კისერზე რატომ უნდა ისხდნენ მაგალითად, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ან ვაჟა ლორთქიფანიძე, თუნდაც პროტოპრესვიტერი ზვიადაძე? ან თუნდაც სხალთის ეპოსკოპოსის […]

2,150 წაკითხვაპარტია „მომავალი საქართველო“- ს ლიდერი გიორგი ლაღიძე, სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს: „აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დავით-გარეჯთან ფაქტიურად ახალი სამხედრო ბაზა გახსნეს, ჩვენ რას ვაკეთებთ ჩვენ, ჩვენი სიწმინდეების და მიწის ოკუპაციის პარალელურად?“ – წერს გიორგი ლაღიძე.

1,935 წაკითხვათავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით დღეს დაიკითხება. საქმე ეხება 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეს. ოქრუაშვილი დაკითხვაზე 11:00 საათზე უნდა მივიდეს.  

2,112 წაკითხვა2003 წლის მთელი კამპანია, „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით, დაფინანსებული იყო ჩემ მიერ, – ამის შესახებ პარტია “გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. „მე მქონდა გარკვეული სახის კავშირები მაშინაც, მანამდეც და მის მერეც. 2003 წელს, კონსპირაციებისა და შეთქმულებების თეორიებს რომ აწყობდით და იძახით, რომ თითქოს სოროსმა დააფინანსა „ვარდების რევოლუცია“, ან ბიძინა ივანიშვილმა, 2003 წლის მთელი კამპანია დაფინანსებული იყო ჩემ მიერ, მაშინაც […]