623 წაკითხვამარიუპოლის “აზოვსტალის“ ქარხანაში სულ მცირე 2 000 მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება – ქალები, ბავშვები და მოხუცები, ბევრია დაჭრილი, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მარიუპოლის საკრებულო Telegram-ზე იუწყება. “ხალხი საშინელ მდგომარეობაშია, მედიკამენტბი არ არის, წყალთან და საკვებთან დაკავშირებით მდგომარეობა კატასტროფულია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში. მათი განცხადებით, ადამიანების გადარჩენა სასწრაფოდ არის საჭირო. “ქარხანაში სულ მცირე 2 000 მშვიდობიანი მოქალაქეა. ქალები, ბავშვები და მოხუცები. […]

754 წაკითხვაბირთვული ომის რისკები ახლა ძალიან მნიშვნელოვანია – ბევრია, ვინც მზად არის ხელოვნურად გაზარდოს ეს საფრთხე. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის პირველ არხზე განაცხადა, რომელსაც რუსული მედია “რია ნოვოსტი” ავრცელებს. მან გაიხსენა, რომ იანვარში „ბირთვული ხუთეულის“ ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თეზისი ამ იარაღის გამოყენების დაუშვებლობის შესახებ. „ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია. ჩვენ აქედან გამოვდივართ. რისკები მართლაც […]

690 წაკითხვარუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მზად არიან, მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეები გაუშვან. მათი მტკიცებით, დღეს 25 აპრილს, კიევის დროით 14:00 საათიდან რუსი სამხედროები ცეცხლს შეწყვეტენ და ქარხანაში მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს, ტერიტორიის დატოვების საშუალებას მისცემენ. „მშვიდობიანი მოსახლეობისთვის „აზოვსტალის“ დატოვებისთვის არავითარი დაბრკოლება არ არსებობს გარდა თავად კიევის ხელისუფლებისა და ნაციონალისტური ჯგუფების მეთაურების პრინციპული გადაწყვეტილებისა, მშვიდობიანი მოქალაქეები ცოცხალ ფარად გამოიყენონ“, – […]

698 წაკითხვაბელარუსის დამოუკიდებელი მედია Nexta-ს ინფორმაციით, უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის მაფრთხილებელი განგაშია გამოცხადებული. როგორც უკრაინის უფლებადამცველმა ლუდმილა დენისოვამ დღეს განაცხადა, რუსულმა ძალებმა ქალაქების დაბომბვა აღდგომის წინა დღეებშიც არ შეწყვიტეს.

617 წაკითხვარუსეთმა უკრაინის ჩრდილოეთით, სასაზღვრო პუნქტი დაბომბა, – ამის შესახებ უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს. მათი ცნობით, პარასკევს ღამით ჩერნიგოვის რაიონის სოფელ სენკივკასთან დაახლოებით 10 ყუმბარა აფეთქდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ყუმბარები რუსეთის ტერიტორიიდან იყო ნასროლი და ეს მეოთხე შემთხვევაა, როცა ტერიტორიის დაბომბვა რუსული ძალების რეგიონიდან გაყვანის შემდეგ ხდება. შეტევის შედეგად მესაზღვრეები არ დაშავებულან. ცნობისთვის, უკრაინული ქალაქი ჩერნიგოვი რუსეთისა და ბელორუსიის საზღვრების […]

635 წაკითხვა2 რუსი ოლიგარქი და მათ ოჯახის წევრები 24-საათიან ინტერვალში დაღუპულები იპოვეს – CNN -ის ინფორმაციით, პოლიციამ “გაზპრომ ბანკის” ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ვლადისლავ ავაიევის, მისი მეუღლისა და ქალიშვილის ცხედარი ორშაბათს მოსკოვში, საკუთარ სახლში ნახა. გარდაცვლილ ბიზნესმენს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის კვალი აქვს. მეორე რუსი ოლიგარქის, ნოვატეკის ვიცე-პრეზიდენტის, სერგეი პროტოსენიას ცხედარი კი სამართალდამცველებმა ესპანეთში იპოვეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილები არიან მისი ცოლი და მცირეწლოვანი ქალიშვილიც. მისი მეორე შვილის ცხედარი […]

615 წაკითხვა„აზოვის“ პოლკის მებრძოლებმა ახალი ვიდეო გამოაქვეყნეს, სადაც „აზოვსტალის“ ბუნკერებში დამალული ბავშვები და ქალები ჩანან, – Ukrinform-ის ინფორმაციით, ვიდეო საჰაერო სარდლობა “დასავლეთის” „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა. „სახლებში გვინდა დაბრუნება, გვინდა ცოცხლები დავბრუნდეთ, ახლობლები ვნახოთ. 27 თებერვლიდან დედასთან და ბებიასთან ერთად სახლი დავტოვეთ. იმ დროიდან არ გვინახავს მზე, ცა. ძალიან გვინდა აქედან გასვლა, უსაფრთხო ადგილზე, უკრაინის ტერიტორიაზე,“-აცხადებენ ბავშვები სამხედროებთან საუბარში. „ვიმყოფებით „აზოვსტალის“ კომბინატში, […]

559 წაკითხვააზოვის პოლკის ერთ–ერთი დამფუძნებელი, გიორგი ქუფარაშვილი, „ტვ პირველთან“ აზოვის პოლიკის ჩამოყალიბებაზე საუბრისას, ამბობს: „ეს წამოვიდა საქართველოდან – მინდა ვისარგებლო და მივმართო აფხაზეთის ომგამოვლილ ვეტერანებს, „შავნაბადა“, „თეთრი არწივი“, ეროვნული გვარდია – მაგათ გვანახეს მაგალითი ვაჟკაცობის, თავდადების, საქართველოსადმი სიყვარულის. ამან გამოიწვია შემდეგი თაობების ოფიცრებში მუხტი. ვინც აქ არის დღეს, ვინც 2014 წელს ჩამოვიდა, ყველაშია ეს მუხტი – ეს არის ამ ვეტერანების […]

653 წაკითხვამარიუპოლში მყოფმა 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურმა სერგეი ვოლინამ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადების მეშვეობით „აზოვსტალის“ ალყაში მოქცეული ქარხნიდან მსოფლიო ლიდერებს მიმართა და დახმარება სთხოვა. „შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე დღე ან საათი გვქონდეს დარჩენილი. მტერი 10-ჯერ მეტია. სამხედრო გარნიზონში 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცია. მივმართავთ და მოვუწოდებთ მსოფლიოს ყველა ლიდერს, დაგვეხმარონ. ვთხოვთ მათ, გადაგვიყვანონ მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე,“- აღნიშნა სერგეი ვოლინამ. ამასთან, 36-ე საზღვაო […]