ცოტნე გამსახურდიას შესაძლოა ოპერაცია კიდევ დასჭირდეს – ექიმის კომენტარი

2,087 წაკითხვა

მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ჰემატომა ამოვიღეთ და თავის ტვინის მდგომარეობა ასე თუ ისე იყო დამაკმაყოფილებელი, მდგომარეობა მაინც რჩება მძიმე,- ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას 7 საათიანი ოპერაციის დასრულების შემდეგ ნეიროქირურგმა არჩილ ჯვარშეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გამორიცხული არ არის ცოტნე გამსახურდიას კიდევ დასჭირდეს ოპერაციის ჩატარება როგორც თავზე, ასევე გულმკერდზე.

“პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა: მრავლობითი ტრავმა გულმკერდის, მრავლობითი ტრავმა თავის ტვინის და თავის ქალას. ძალიან ბევრი ჰემატომა იყო თავის ქალის, როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ, დაზიანებული იყო ძვლები ქალა ტვინის, შუბლის წილში და თხემის წილში და გავიყვანეთ საოპერაციოდ. 7 საათი მოვუნდით ოპერაციას, ჰემატომები ამოღებულია, დადრენირებულია. ტვინის მდგომარეობა, ტვინის რელაქსაცია ასე ვთქვათ, ოპერაციის ბოლოს, გემატომის მოშორებიას შემდეგ, იყო დამაკმაყოფილებელი და პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციაში, ხელოვნურ სუნთქვაზე, რაზეც დარჩება რამოდენიმე დღე.

მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ჰემატომა ამოვიღეთ და თავის ტვინის მდგომარეობა ასე თუ ისე იყო დამაკმაყოფილებელი, მდგომარეობა მაინც რჩება მძიმე და რამოდენიმე დღის განმავლობაში გამოიკვეთება პროგნოზი როგორი იქნება. საფრთხე ემუქრება რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საფრთხემ უკვე ჩაიარა. შესაძლოა, დასჭირდეს კიდევ ოპერაცია როგორც თავზე, ისე გულმკერდზე. ამას ყოველდღიური მონიტორინგი გვაჩვენებს. გვეყოლება ძილში რამდენიმე დღე. ყოველდღიური მონიტორინგი იქნება კომპიუტერული ტომოგრაფიით და ყველაფრით, ყველა რესურსით, რაც კლინიკაში გვაქვს და ყველაფერი გვაქვს, რისი საჭიროებაც არის. დანარჩენი გამოჩნდება ყოველდღიური დაკვირვების რეჟიმში,”- განაცხადა არჩილ ჯვარშეიშვილმა.

ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიას პირველი ოპერაცია გულ-მკერდის არეში ჩაუტარდა, რის შემდეგაც ტომოგრაფიულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ის ნეიროქირურგიულ ოპერაციას საჭიროებდა.

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, თბილისში, ვერაზე დაჭრეს. შსს-ს ინფორმაციით,ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ipn.ge

Next Post

„ბევრი ქარტეხილი გამოიარა ცხოვრებაში, ძალიან ღირსეული ადამიანია“ - სააკაშვილი ცოტნე გამსახურდიაზე

პარ დეკ 20 , 2019
2,087 წაკითხვამიხარია რომ ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, მთელი გულით ვუსურვებ სწრაფ გამოჯამრთელებას, ისედაც ბევრი ქარტეხილი გამოიარა ცხოვრებაში და ზოგადად ძალიან ღირსეული ადამიანია. ხოლო მასზე თავდამსხმელი დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით, მას შემდეგ რაც 90-იანი წლების განუკითხაობის დამბრუნებელი ივანიშვილი მოშორდება ხელისუფლების სადავეებს და ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ქვეყანას. მიხეილ სააკაშვილი

შესაძლოა მოგეწონოთ