„გერმანელების უცნაურ განცხადებებზე გამახსენდა, 2008 წლს აგვისტოა, გაგანია ომია და გერმანიის ელჩი ითხოვს, შემხვდიო..“ – შოთა უტიაშვილი

872 წაკითხვა

შოთა უტიაშვილის პოსტი ფეისბუქში:

გერმანელების უცნაურ განცხადებებზე გამახსენდა, 2008 წლს აგვისტოა, გაგანია ომია და გერმანიის ელჩი დაჟინებით ითხოვს, შემხვდიო. მაშინ გერმანიისაგან კარგს არაფრის იმედი არ უნდა გვქონოდა, მაგრამ მთლად ოკუპაციის პირას ვიყავით და ვიფიქრე, ცუდი რა უნდა უნდოდეს თქო. შევხვდი და გამომიცხადა, ტელევიზორში ვნახეთ, თქვენს ჯარისკაცს ჰეკლერ-კოხი (გერმანული ავტომატია) ეჭირა და ბუნდესტაგმა გამოძიება დაიწყო, საიდან მოხვდა გერმანული იარაღი საქართველოში, ემანდ ვინმე რუსი არ მოკვდეს ამ იარაღითო.
ეხლა კიდე, ჰეკლერ-კოხებს ვიღა ჩივის, კობახიძე-პაპუაშვილებს გვიგზავნიან.

Next Post

„ამ ფაქტით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამხელა მავნებლობაზეა წამსვლელი ქართული ოპოზიციის ეს ნაწილი“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

პარ იან 28 , 2022
872 წაკითხვა„ტაბულას“ ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციას აკრიტიკებს: „ძალიან სამარცხვინოა ამ მკვდრადშობილი რეზოლუციის ამბავი. საგანგაშო სიბრიყვე იყო არალეგიტიმური საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან. – ეს ხდებოდა არალეგიტიმურ პარლამენტში, სადაც სიტყვის გამტეხი ოპოზიციური პარტიები, შევიდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ შესრულებულიყო შეთანხმება, რომელიც აღარ არსებობს. – ეს ხდებოდა ქართული ოცნების იმედად, რომ ადეკვატურ ტექსტს მოიღებდა მაშინ, როდესაც ამ რეზოლუციის ერთერთ ინიციატორ პარტიას, რეჟიმი პუტინის მონად ყავს […]