„ამას თუ მოვესწრებოდი ამერიკაში, ვერასოდეს ვიფიქრებდი“ – ზურაბ გურული

797 წაკითხვა

ზურაბ გურულის პოსტი ფეისბუქში:

„რუსებმა დროზე თუ არ დაიწყეს ოპერაცია “ვალკირიას” რუსული ვერსია, განახლებულ სსრკ-ში კი არა ალექსანდრე ნეველის ეპოქაში გადაიყვანს მალე მათი შეშლილი პრეზიდენტი, ისეთი პირი უჩანს.
მიკროსქემების გარეშე მალე ლულაში გახედვით მოუწევთ დამიზნება იმ იარაღის, რაც შერჩათ.
რუსების მიმართ სიმპათიის გამოხატვა უკვე სირცხვილი გახდა. ამას თუ მოვესწრებოდი ამერიკაში, ვერასოდეს ვიფიქრებდი. ყველა ამერიკულ კინოფანტაზიაში რუსეთი პლანეტარული კოალიციის შემადგენლობაში მოიაზრებოდა და დღეს მთელი მსოფლიო პრაქტიკულად აღდგა მათ წინააღმდეგ. წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური ზარალი მიაყენა რუსებს პუტინმა; დაუჯერებელი. მსოფლიოს ყველა პროგრესული ქვეყანა ერთმანეთს ეჯიბრება რუსეთის ჩაქოლვაში.
მთელი პლანეტა უკრაინის ვალშია.“

Next Post

„ომი გაცდა რუსეთ, ბელარუსს, უკრაინის საზღვრებს“ - გიორგი თავდგირიძე

კვი თებ 27 , 2022
797 წაკითხვაგიორგი თავდგირიძის პოსტი ფეისბუქში: როგორც ჩანს რუსეთი ცვლის ომის წარმოების გერასიმოვის სტრატეგიას, რომელიც თეორიულად სწორი იყო, მაგრამ არ ითვალისწინებდა რომ რუსეთის არმია არც ტექნოლოგიურად იყო მზად და არც ტაქტიკურად. სავარაუდოდ დაუბრუნდებიან ჩვეულ, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ტაქტიკაზე დაყრდნობილ სტრატეგიას. დაიწყება მნიშვნელოვან სტრატეგიული პუნქტებისა და ქალაქების ნაბიჯ ნაბიჯ დაკავება. უკრაინული ქვედანაყოფების ბრძოლაში ჩათრევის და შემოვლითი ოპერაციებით განადგურების მცდელობა. ნელა, მაგრამ […]