ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საწვრთნელ შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

392 წაკითხვა

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სასწავლო-საწვრთნელ შენობაში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

მათივე ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 40 მეხანძრე და 10 ერთეული ტექნიკაა ჩართული.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაბომბეს, რამაც ხანძარი გამოიწვია. რუსი სამხედროები მეხანძრეებს ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

ipn

Next Post

„ვინ მოგცა ამის ლეგიტიმაცია, ვინ ხარ შენ?“- თაკო ჩარკვიანი

პარ მარ 4 , 2022
392 წაკითხვაპარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელ თაკო ჩარკვიანის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსს“, რომელიც ნულოვანი მხარდაჭერის პარტიაა, არ აქვს იმის ლეგიტიმაცია, რომ წერილები გზავნოს და მითუმეტეს ოკუპანტთან. ამ საკითხზე მან „ჯორჯიან-თაიმსი“-ს ეთერში ისაუბრა. „ნულოვანი პარტია რომ ხარ და წერილებს აგზავნი ოკუპანტთან, ვინ მოგცა ამის ლეგიტიმაცია? რა ნეიტრალიტეტი; ვინ ხარ შენ?“- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.    

შესაძლოა მოგეწონოთ