„უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადება საქართველოს წინააღმდეგ უბინძურესი პროვოკაციაა, რასაც პასუხი გაეცემა“

739 წაკითხვა

ეს არის მორიგი პროვოკაცია, თუმცა ყველა სხვა პროვოკაციისგან განსხვავებით, ერთ-ერთი ყველაზე უბინძურესი პროვოკაციაა, რაც ბოლო პერიოდში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოგვისმენია. ამ უმძიმეს პროვოკაციას პასუხი გაეცემა.

მისი თქმით, საქართველოს ამ ყველაფერზე ექნება ადეკვატური და მკაცრი რეაქცია.

„ეს არის მორიგი პროვოკაცია, თუმცა ყველა სხვა პროვოკაციისგან განსხვავებით, ერთ-ერთი ყველაზე უბინძურესი პროვოკაციაა, რაც ბოლო პერიოდში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოგვისმენია. ამ უმძიმეს პროვოკაციას პასუხი გაეცემა. გვაქვს იმის უნარი, ერთ საკითხს ამოგლეჯილად არ შევხედოთ. საკითხების ქრონოლოგიას რომ დავაკვირდეთ, ითქვა, რომ თურმე, საქართველო ოკუპანტის წინააღმდეგ შესაბამის ტრიბუნებზე მონაწილეობას არ იღებდა, თითქოს საქართველოს ხელისუფლება უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარულ დახმარებას არ აგზავნიდა, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ არ გადადგა პოლიტიკური ნაბიჯები კონკრეტული საკითხების გაჟღერების მიზნით. რეალურად კი პირიქით ხდებოდა, როცა საქართველოს ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ტრიბუნა გამოიყენა და საქართველომ მიიღო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი დოკუმენტი. შემდგომ ვიხილეთ პროვოკაცია – ელჩის გაწვევა რას ემსახურებოდა? მორიგი პროვოკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მეშვეობით. ასევე, გვახსოვს კონკრეტულ ქმედებებში ეჭვმიტანილი პირის უსაფრთხოების საკითხებში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა. ამის შემდეგ ვხედავთ ამ ნაბიჯს. შეგვიძლია, დასკვნები გამოვიტანოთ. ეს ცალკე განყენებული საკითხი არ არის. ეს არის ერთი მთლიანი ჯაჭვის ერთ-ერთი ყველაზე უბინძურესი რგოლი – ამაზე იქნება ადეკვატური და მკაცრი რეაქცია. საქართველო თავისი რესურსის გათვალისწინებით უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საქართველოს მთავრობა რუსეთთან საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე შეთანხმდა.

Next Post

„ზუსტად  იგივე ხალხი შევიკრიბებით და დავლეწავთ კანცელარიას“ - მიშა მშვილდაძე

ორშ აპრ 4 , 2022
739 წაკითხვა,,გადადგება? – თეკლეს და არ გადადგება და უნდა შევიკრიბოთ და დავლეწოთ.“ – წერს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძე და საზოგადოებას საპროტესტო აქციისკენ მოუწოდებს, რომელიც პრემიერ-მინისტრის გადადგომით უნდა დასრულდეს, “თუ სასურველი შედეგი არ დადგება – შევიკრიბებით და დავლეწავთ კანცელარიას.:- ამბობს მშვილდაძე. ,,ასეთი აზრი მაქვს დიდი ხანია, ორი დიდი აქციით საკითხის გადაწყვეტის ამბავი: იკრიბება დიდი აქცია შაბათს და ამბობს, რომ ხვალ დილამდე ღარიბაშვილი […]