,,უკრაინაში, ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების ჩემი შეფასება“ – მიხეილ სააკაშვილი

915 წაკითხვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინას სრული გამარჯვებისთვის, ყველაზე პესიმისტური სცენარით, 10 თვე დასჭირდება.

როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა არ ჩქარობს – ამიტომ ცოტა შეცდომას უშვებს ბრძოლის ველზე.

„უკრაინაში, ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების ჩემი შეფასება: დღეისათვის უკვე 1800 ტანკი გავანადგურეთ. საშუალოდ, დღეში, 5 ტანკს ვანადგურებთ.

ჩემი აზრით, საჭიროა 3000-3500 ტანკის განადგურება, რათა შეტევითი პოტენციალი მთლიანად გაუქრეთ. თუ ეს ტემპი შენარჩუნდა – 240-300 დღე იქნება საჭირო ამისთვის – ასე რომ, ყოველი დღე მოწინააღმდეგისთვის ცუდად მუშაობს. ხერსონის შეტევის დაანონსების მერე დიდი შეტევითი პოტენციალი გადმოისროლეს ხერსონის მხარეს და 25 000 კაცამდე მოაგროვეს – არის ინფორმაცია, რომ შეიძლება შეუტიონ ნიკოლაევს – მაგრამ მე ეგ სიგიჟე მგონია – ძალიან რთული ამოცანა იქნება და ძალიან მძიმე ფასის გადახდა მოუწევთ და მაინც ძალიან ცოტა შანსია წარმატების.

მე მომწონს, რომ სამხედრო ხელმძღვანელობა არ ჩქარობს – ამიტომ ცოტა შეცდომას უშვებს ბრძოლის ველზე. საბოლოო სრული გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10 თვე დასჭირდება. სერიოზული დისონანსი შეიტანა ჰაიმარსებმა ბრძოლის ველზე – ყოველდღე საშუალოდ 5 საწყობს და 1-2 მართვის პუნქტს ანადგურებს ჰაიმარსი. არტილერიაც ისე ვეღარ ისვრის – ჰაიმარსი ამაშიც გვეხმარება ძალიან – 3,5-4-ჯერ შემცირდა რუსების არტილერიის მუშაობა. დახმარების ახალ პაკეტში ძალიან მნიშვნელოვანი რაკეტები გადმოგვცეს ამერიკელებმა რუსების ანტისაჰაერო სისტემების გასანადგურებლად და თვითმფრინავების ჩამოსაგდებად“,- წერს სააკაშვილი.

Next Post

ვლადიმერ პუტინი - რუსი სამხედროები ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასის მიწას

ორშ აგვ 15 , 2022
915 წაკითხვარუსი სამხედროები მკაფიოდ ასრულებენ ყველა ამოცანას და ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასის მიწას. რუსეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „დღეს, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, ჩვენი სამხედროები, დონბასელ მებრძოლებთან ერთად, ღირსეულად ასრულებენ თავის მოვალეობას, იბრძვიან რუსეთისთვის, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მშვიდობიანი ცხოვრებისთვის. მკაფიოდ ასრულებენ ყველა დასახულ ამოცანებს და ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასის მიწას“ ,- განაცხადა პუტინმა ფორუმის – […]

შესაძლოა მოგეწონოთ