კახა კალაძის განცხადებით, დისტრიბუციის მანქანების სპეციალური პარკინგისთვის თბილისში 550-ზე მეტი ადგილი გამოიყოფა

497 წაკითხვა

დისტრიბუციის მანქანების სპეციალური პარკინგისთვის თბილისში 550-ზე მეტი ადგილი გამოიყოფა. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, სპეციალური პარკირების ზონების გამოყოფის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება.

„მინდა გაცნობოთ, რომ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსა და საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თანამშრომლობით დედაქალაქში განისაზღვრა 550-ზე მეტი სპეციალური ადგილი, რომელიც სამეწარმეო და მიწოდების სერვისისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებების პარკინგს დაეთმობა. სააგენტო აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე და თბილისის მასშტაბით დაწყებულია სპეციალური პარკირების ზონების გამოყოფის პროცესი, რაც ეტაპობრივად განხორციელდება. ხშირია შემთხვევები, როდესაც სადისტრიბუციო მანქანები გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენს ქალაქში, როდესაც გაჩერებული ჰყავთ და სხვა ავტომობილების გადაადგილებას აფერხებს. კონკრეტული სივრცეების გამოყოფა სადისტრიბუციო მანქანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. კარგია, რომ ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა“,- განაცხადა კალაძემ.

Next Post

დაუშვებელია თავი მოვიწონოთ, რომ ჩვენთან მშვიდობაა - დავით დვალი სააახალწლო წარწერას აპროტესტებს (ვიდეო)

ხუთ დეკ 1 , 2022
497 წაკითხვადაუშვებელია თავი მოვიწონოთ, რომ ჩვენთან მშვიდობაა – ამბობს დავით დვალი, რომელიც აპროტესტებს თავისუფლების მოედანზე, თბილისის მერიის დადგმულ საახალწლო დეკორაციას, სადაც წერია “თბილისი – მშვიდობის ქალაქი”. დვალის შეფასებით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ასეთი სლოგანი დაუშვებელია, როდესაც იქ ქართველებიც იბრძვიან და ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია.