როგორ გავმართოთ შენობაში სახანძრო უსაფრთხოება?

უსაფრთხოების სისტემები უფრო და უფრო აქტუალური ხდება, განსაკუთრებით კი ისეთი შემთხვევების ფონზე, როდესაც შენობებში  უსაფრთხოების გაუმართაობა არა ერთი უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა. დღეს სხვადასხვა რეგულაციის გამო სავალდებულოცაა, შენობებში არსებობდეს გარკვეული ტიპის უსაფრთხოების სისტემები.

უსაფრთხოების სისტემებს მიეკუთვნება:

  • სახანძრო უსაფრთხოების სისტემები
  • შეზღუდული დაშვების სისტემა
  • შეღწევის საწინააღმდეგო სისტემა
  • ოთახების მართვის სისტემა
  • პარკინგის მართვისა და კონტროლის სისტემა
  • ელექტრონული საკეტების სისტემა
  • ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა და სხვ.

თითოეული მათგანი მოიცავს ინდივიდუალურ მექანიზმებსა და ფუნქციებს, რომლებიც შენობის დაცვისკენაა მიმართული.

 

სახანძრო უსაფრთხოება ერთ-ერთი გამორჩეული რგოლია მათ შორის. მისი მუშაობისთვის კი აუცილებელია რამდენიმე ფუნდამენტური მექანიზმის გამართვა. სახანძრო უსაფრთხოება საჭიროებს:

  • ხმოვანი ევაკუაციის სისტემას
  • ხანძრის ქრობის ავტომატური სისტემას
  • ხანძრის დეტექციის სისტემას და სხვ.

ხანძრის დეტექციის სისტემა

ხანძრის დეტექციის სისტემის ძირითადი ფუნქცია ხანძრის წყაროს მომენტალური აღმოჩენაა და ასევე, ის, რომ სახანძრო განგაშის გამოყენებით პოტენციური ან/და რეალური საფრთხის შესახებ მოგვაწოდოს ინფორმაცია. მყისიერი აღმოჩენა ხანძრის მიერ გამოწვეულ ზარალს მინიმუმამდე ამცირებს.

 ხმოვანი ევაკუაციის სისტემა

გარდა დეტექციის სისტემისა, სახანძრო უსაფრთხოება ხმოვანი ევაკუაციის სისტემის გამართულად ფუნქციონირებასაც გულისხმობს. ეს მექანიზმი საგანგაშო სიტუაციის (ხანძრის ან კვამლის) აღმოჩენის შემთხვევაში, აუდიო ან ვიდეო შეტყობინების გაგზავნის გზით, გვაწვდის ინფორმაციას მოსალოდნელი საშიშროების შესახებ.

ხანძრის ქრობის ავტომატური სისტემა

როდესაც ხანძრის აღმოჩენა საფრთხისაგან თავის დასაცავად საკმარისი არ არის, ამ დროს საჭირო ხდება დამატებითი მექანიზმების გააქტიურება. სწორედ ამ დროს ხდება არსებითად მნიშვნელოვანი ხანძრის ქრობის ავტომატური სისტემა, რომელიც ხანძრის ზემოქმედებისგან შენობის სივრცეებს და იქ არსებულ მატერიალურ თუ არამატერიალურ აქტივებს იცავს.

თუ გსურთ გამართოთ შენობაში სახანძრო უსაფრთხოება და სხვა ტიპის უსაფრთხოების სისტემები, კომპანია ვეზირი თანამედროვე საშუალებებს გთავაზობთ ამისთვის. პროდუქტების დათვალიერება და დეტალური ინფორმაციის მიღება კი შეგიძლიათ ვეზირის ვებ-გვერდზე www.veziri.ge

ვეზირის პარტნიორი ბრენდები:

  • Rotarex
  • Honeywell
  • Wagner
  • TOA
  • Kidde
  • JBL
  • Bosch და სხვ.

 

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *