აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სასამართლოს წინაშე 4 აპრილს წარდგება. გამოძიების ინფორმაციით, 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ტრამპმა ერთ-ერთ პორნოვარსკვლავს თანხა გადაუხადა იმის სანაცვლოდ, რომ მასთან სავარაუდო ურთიერთობის შესახებ საუბარი შეეწყვიტა.
სასამართლოში მისვლამდე ტრამპმა სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მხარდამჭერებს 2024 წლის საარჩევნო კამპანიისთვის თანხების მობილიზაციისკენ მოუწოდა. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მისი მოწინააღმდეგეები საარჩევნო კამპანიებში მილიონობით დოლარს ხარჯავენ და მათი მიზანი ტრამპის საარჩევნო კამპანიას ჩამოშორებაა.
„ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არცერთი პრეზიდენტი არ ყოფილა ასეთი ბოროტი და ამაზრზენი თავდასხმების მსხვერპლი. მაგრამ ისინი მხოლოდ იმიტომ მესხმიან თავს, რომ მე თქვენთვის ვიბრძვი. ძალიან მარტივია. განსაკუთრებული ინტერესების მქონე გლობალისტმა დონორებმა სიმდიდრე ჩვენი ქვეყნის განადგურებით გამოიმუშავეს. სამაგიეროდ, ჩვენს საპრეზიდენტო კამპანიას ყოველთვის აფინანსებდნენ თქვენნაირი ძირძველი პატრიოტები. ამიტომ მოგიწოდებთ შემოწირულება გაიღოთ”, – განაცხადა მან.