როდის შემდეგ ჩნდება ბუჩაში დახოცილი ადამიანების გვამები? – სატელიტური ფოტოები – NYT

771 წაკითხვა

ვლადიმერ პუტინის მთავრობის გავრცელებული ნარატივის პასუხად, გამოცემა New York Times-მა ბუჩაში გადაღებული სატელიტური ფოტოები გაავრცელა.

The New York Times წერს, რომ სატელიტური სურათების ანალიზი ადასტურებს, რომ რუსეთის მტკიცება, რომ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეები მას შემდეგ მოკლეს, რაც რუსმა სამხედროებმა ქალაქი დატოვეს, ტყუილია.

გამოცემის თანახმად, სატელიტური ფოტოების ანალიზით დგინდება, რომ დახოცილი ადამიანების გვამები ქუჩაში იმ დროს გაჩნდა, როცა ქალაქს რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებდნენ.

როგორც ხედავთ, რუსული დეზინფორმაციის პასუხად, მედიას სატელიტით გადაღებული ფოტოების გამოქვეყნებაც უწევს, რათა კიდევ ერთხელ აჩვენოს მსოფლიოს, ვინ ხოცავს უკრაინის მიწაზე, უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებს.
alia

Next Post

სუსი - მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდონ მათი ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები

სამ აპრ 5 , 2022
771 წაკითხვასაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინულ მხარეს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიაწოდონ მათი დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები „მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით“. როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ქმედება, საქართველოს კანონმდებლობით, წარმოადგენს სისხლის სამართლის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. „უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა, საქართველოს სპეციალურ სამსახურებს აქვთ ფარული კავშირები რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებთან, საქართველოს ტერიტორიის გავლით კონტრაბანდული […]

შესაძლოა მოგეწონოთ