შალვა პაპუაშვილი გვარამიაზე – ვინც იყო მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ნაწილი და წვლილი შეიტანა წამების სისტემის ჩამოყალიბებაში, ყველა ვალდებულია, საზოგადოებრივ ცხოვრებას ჩამოსცილდეს

182 წაკითხვა

ქართულ საზოგადოებას არ სჭირდება მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პროპაგანდისტების და ლიდერების აღიარებები. აღიარების სივრცე, არც არსებობს. ყველამ ყველაფერი კარგად იცის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ნიკა გვარამიას მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ერთადერთი, რაც შეიძლება გააკეთონ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პროპაგანდისტებმა და ლიდერებმა, უნდა ჩამოსცილდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებას.

„ერთადერთი, რაც შეიძლება გააკეთონ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პროპაგანდისტებმა და ლიდერებმა, უნდა ჩამოსცილდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებას. ეს არის მათი პასუხისმგებლობა და ვალი ქართველი ხალხის წინაშე. ყველა, ვინც იყო მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ნაწილი და თავისი წვლილი შეიტანა იმ წამების სისტემის ჩამოყალიბებაში, რომელიც მაშინ არსებობდა, ყველა ვალდებულია, რომ ჩამოსცილდეს საზოგადოებრივ ცხოვრებას, დაკავდეს თავისი კერძო ცხოვრებით, განავითაროს თავისი სხვა უნარები, რომელიც სურს, მაგრამ მათი მონაწილეობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მიუღებელია, ვინაიდან არიან ადამიანის ღირსების შემლახველი რეჟიმის წარმომადგენლები. მათი რეინკარნაცია არის დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Next Post

გია ვოლსკი - აშკარაა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური ბრძოლის ველზე გადაინაცვლა და არასრულყოფილი პრეზიდენტის რესურსით ცდილობს პოლიტიკური ბრძოლის აქტიურ ფლანგზე იყოს მობილიზებული

შაბ თებ 17 , 2024
182 წაკითხვააშკარაა სურათი, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური ბრძოლის ველზე გადაინაცვლა და თავისი დე-ფაქტო, თუ დე იურე, მაგრამ არასრულყოფილი პრეზიდენტის რესურსით ცდილობს კვლავ ამ პოლიტიკური ბრძოლის აქტიურ ფლანგზე იყოს მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. ის ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩასვლას. „მიიწვიეს, ჩავიდა და რა საკვირველია, როგორც ადრე, არაფერ სიკეთეს არ უნდა ველოდოთ. ის თავისი ქვეყნის და ვითომ სახელმწიფოს მმართველობის, […]

შესაძლოა მოგეწონოთ