„თემა დახურულია“ – თეა წულუკიანის პასუხი აქციის მონაწილეებს

2,465 წაკითხვა

„კარგია, რომ ნულოვანი პროპორციული ჩავარდა, თემა დახურულია და მოემზადონ არჩევნებისთვის“, – ასე უპასუხა ბიბლიოთეკის შენობაში მყოფმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, შეხვედრის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეების მოთხოვნასთან დაკავშირებით კომენტარს გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ საჯარო ბიბლიოთეკაში ღონისძიება მიმდინარეობს, რომელსაც თეა წულუკიანი ესწრება.

შენობის წინ კი აქტივისტები და პოლიტიკური ლიდერები იმყოფებიან. აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

მარშალპრესი

Next Post

უგულავა აქციაზე ტაქსით დაბრუნდა

პარ ნოე 29 , 2019
2,465 წაკითხვაცოტა ხნის წინ, აქციაზე გიგი უგულავა დააკავეს. როგორც გაირკვა პოლიციელებმა უგულავა აქციას უბრალოდ გაარიდეს და ავლაბარში ჩამოსვეს. უგულავა აქციაზე ტაქსით დაბრუნდა. „აგერ ტაქსით მოვდივარ უკან აქციაზე“ – წერს უგულავა სოციალურ ქსელში.

შესაძლოა მოგეწონოთ