„ეს შეხვედრა კონკრეტული შეთანხმებით არ დასრულებულა“- თეა წულუკიანი

1,305 წაკითხვა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ დიპლომატების შუამდგომლობით, გაერთიანებულ ოპოზიციასთან შეხვედრა, არანაირი კონკრეტული შეთანხმებით არ დასრულებულა, თუმცა ორივე მხარე, საერთაშორისო პარტნიორების მიერ შემოთავაზებულ წინადადებას განიხილავს.

როგორც წულუკიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორებმა დააყენეს საკითხი, ხომ არ გვემსჯელა იმაზე, რომ არსებული კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს ერთი ნახევარი იყოს, არა ერთმანდატიანი მაჟირიტარული, არამედ მრავალმანდატიანი.

„ამ საკითხზე ორივე მხარემ განაცხადა, რომ ვიმსჯელებთ. სხვა მხრივ ეს კონკრეტული შეხვედრა, ვერანაირი კონკრეტული შეთანხმებით, რაიმე არსებით საკითხზე არ დასრულებულა. დრო წაიღო იმაზე მსჯელობამ, რომ ჩვენთვის გერმანული მოდელი, რომელიც დარეგისტრირდა, არის მიუღებელი, რადგან არის ანტიკონსტიტუციური. შესაბამისად, ამან წაიღო დიდი დრო, რადგან ჩვენ კიდევ ერთხელ ვუხსნიდით მათ, რომ ეს იყო მიუღებელია”, – განაცხადა წულუკიანმა.

 

Next Post

„ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას, პოლიტპატიმრებად ვერ ჩაითვლებიან“

ორშ დეკ 9 , 2019
1,305 წაკითხვაადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ პარ ლამენტის შენობაში შეჭრას, პოლიტპატიმრებად ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძეს კითხვა დაუსვეს რამდენიმე ევროპარლამენტარის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლებიც ამბობენ, რომ 20 ივნისის მოვლენებისას დაკავებულები პოლიტიკური აქტივობის გამო იდევნებიან. „თუ საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას, ისინი ვერ ჩაითვლებიან ვერავითარ შემთხვევაში პოლიტპატიმრებად, რადგან ამ შემთხვევაში, ძალიან […]