„რა დევს იმ სეიფში ქართული ოცნების ელიტაზე ..“ – გია ხუხაშვილი

2,008 წაკითხვა

აქ მთავარი საკითხი არ არის, ბოკერია დამნაშავეა თუ არა. დიდ სურათს რომ შევხედოთ, დავინახავთ, რომ ხელისუფალი ცდილობს, ქვეყანა მართოს კომპრომატით. ანუ, აღძრას საქმე, ჩაკეტოს სეიფში და მხოლოდ იმ შემთხვევაში გაააქტიუროს კომპრომატი, თუ ესა თუ ის ადამიანი მას შეუქმნის პრობლემას. თუ პიროვნება კომპრომატით მართვადია, მაშინ ის არა თუ ხელშეუხებელია, არამედ კარიერის გაკეთების კარგი შანსებიც უჩნდება. ხელისუფალი უსაფრთხოდ მხოლოდ მაშინ გრძნობს, თავს, როდესაც კომპრომეტირებული ადამიანებით არის გარშემორტყმული. ამ შემთხვევაში მას აქვს სისტემასთან მორალური უპირატესობა და მართვის “ეფექტური” ინსტრუმენტი.
დასკვნა თქვენ გააკეთეთ – რა დევს იმ სეიფში ქართული ოცნების ელიტაზე და ოპოზიციის მოზრდილ ნაწილზე და შეუძლია თუ არა დიდწილად კომპრომეტირებულ პოლიტიკას რაიმე სასარგებლო შექმნას ქვეყნისთვის.

გია ხუხაშვილი

Next Post

„ირაკლი კობახიძესაც კი არასდროს უკადრია, რომ..“ - რომან გოცირიძე

ორშ დეკ 16 , 2019
2,008 წაკითხვაირაკლი კობახიძესაც კი არასდროს უკადრია, რომ ჩვენ ციხეში შესვლა მოგვეთხოვოს და მას უარი ეთქვას, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ერთი თვეა, რაც პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებს ციხეში პატიმრების მონახულების უფლებას არ აძლევს. გოცირიძის განცხადებით, მან ამის თაობაზე არჩილ თალაკვაძეს ხუთჯერ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. „ხდება უპრეცედენტო მოვლენა, რაც არ ყოფილა პარლამენტარიზმის ისტორიაში. ირაკლი კობახიძესაც კი არასდროს უკადრია, რომ ჩვენ ციხეში შესვლა […]

შესაძლოა მოგეწონოთ