სოსო გოგაშვილი დეპუტატობისთვის ემზადება

1,784 წაკითხვა

„ქართული ოცნების“ სკანდალური მაღალჩინოსანი, რომლის სახელიც პანკისის სისხლიან სპეცოპერაციას უკავშირდება, დეპუტატობისთვის ემზადება. „2020NEWS“-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, გოგაშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით „ოცნების“ ბოსებთან კონსულტაციებს გადის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა აღნიშნული ინფორმაცია სააგენტოსთან საუბარში არც დაადასტურა და არც უარყო.

„დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით და არსებული კრიზისის პირობებში, რაიმე სახის პოლიტიკურ ნაბიჯებზე ჩემი მხრიდან საუბარი ნამდვილად ნაადრევია. ზოგადად, კი შემიძლია გითხრათ, რომ ვიქნები იქ, სადაც ჩემი ქვეყნისთვის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური თუ უსაფრთხოების საჭიროებიდან გამომდინარე, უფრო ეფექტური იქნება ჩემი შესაძლებლობების და გამოცდილების გამოყენება, ანუ საქართველოს სამსახურში“, – განუცხადა „2020NEWS“-ს სოსო გოგაშვილმა.

რომელ მაჟორიტარულ ოლქში აპირებს კენჭისყრას ან რამდენად იქნება გოგაშვილი გათვალისწინებული „ქართული ოცნების“ სარჩევნო სიაში გამსვლელ პოზიციაზე, ამ ეტაპზე უცნობია. დიდი ალბათობით, „ძირძველი ოცნებელი“ ბედს კახეთის ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში ცდის.

ინფორმაციისთვის, იოსებ გოგაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ 2015 წლიდან მუშაობდა. 2018 წლის აგვისტოში მან თანამდებობა პანკისის ხეობაში მომხდარი სისხლიანი სპეცოპერაციის შემდეგ დატოვა, რასაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე შეეწირა.

Next Post

სუსის თანამშრომელის გარდაცვალების ახალი დეტალები

კვი მაი 3 , 2020
1,784 წაკითხვა42 წლის ალუდა ზვიადაურის ცხედარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში 2 მაისს დილით თანამშრომლებმა ნახეს. გარდაცვლილს ერთი ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული. შემთხვევის ადგილზე იპოვეს რუსული წარმოების იარაღიც, საიდანაც სავარაუდოდ გასროლა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სუს -ის თანამშრომელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. რა პოზიციაზე მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გარდაცვლილი, ამ ინფორმაციას უწყება ოფიციალურად არ ავრცელებს. მომხდარის შესახებ არც სხვა თანამშრომლები საუბრობენ. “კურიერის “ინფორმაციით, […]

შესაძლოა მოგეწონოთ