„აქამდე უნდა ჩამოგვეთრია ეს ტერორისტი სააკაშვილი ან კანონიერად, ან ისე, როგორც ებრაელები ექცეოდნენ – ნაცისტებს!“ – სოსო გოგაშვილი

2,122 წაკითხვა

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას და ამის შემდგომ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრი კულებას განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

შეგახსენებთ, რომ დმიტრი კულება, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინაში საქართველოს ელჩის კონსულტაციებისთვის გამოწვევის ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მსოფლიოს ვერც ერთი მთავრობა ვერ მიუთითებს მათ, სად უნდა დანიშნონ ის და სად – არა.

„თუ ამ დანიშვნის გამო, საქართველოს მხრიდან გადაიდგმება მკვეთრი ნაბიჯები, რას ვიზამთ, გადავიტანთ“ – დასძინა უკრაინელმა მინისტრმა.

სოსო გოგაშვილი კულებას სწორედ ზემოთაღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა:

„პირველი: თუ რამის თავი გვქონდა აქამდე უნდა ჩამოგვეთრია ეს ტერორისტი, ან კანონიერად, ან ისე როგორც ებრაელები ექცეოდნენ ხალხის მტრებს- ნაცისტებს.
მეორე : ეს კაცი მინისტრია და მისი პოზიცია მთავრობის პოზიციაა, ანუ დიპლომატიურ ენაზე ნათქვამი მისი სიტყვები გლეხურად, რომ ვთქვათ ნიშნავს, რომ ჰკიდია რას მოიმოქმედებს საქართველოს მთავრობა.
მესამე: მართლა ვკითხულობ, ეხლა ამას სჯერა თავის ნათქვამის, თუ უკრაინელ ხალხს აბოლებს, რომ ამ დორბლიანი ტერორისტის დანიშვნა მათი პირადი გაბედული გადაწყვეტილებაა? სასაცილოა.
მეოთხე: ეს დორბლიანი აღარ არის საქართველოს მოქალაქე და ისემც უქნიათ სადაც უნდა იქ გაურჭიათ, მაგრამ, როგორც კი, ეს ჩოყლაყი დაიწყებს ჩარევას ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, აი მაშინ უნდა გაეცეს საკადრისი პასუხი ოფიციალურ კიევს და არა მარტო….
მეხუთე-ის ადამიანები, რომლებიც მენტორული ტონით (თითქოსდა ძალიან პროფები არიან და ინფორმირებულები მსოფლიოში ყველაფერზე) ქადაგებენ, რომ არაფერი მომხდარა ამით და „მერე რა მოხდას“ პოზიცია აქვთ, მე მიმაჩნია მინიმუმ უპასუხისმგებლო ბრიყვებად. არ შეიძლება ეს ფაქტი ვიწრო ჭრილში განიხილო, როგორც ერთი რიგითი სირის დანიშვნა მეზობელ ქვეყანაში( აღარ გავშლი აქ ამ საკითხს ვრცლად
და ბოლოს, მართლა გულწრფელად მეცოდება უკრაინელი ხალხი. უახლოეს მომავალში ამ ნაბიჯების შედეგად, კიდევ უფრო დანაწევრდება უკრაინა და დიდი უდანაშაულო მსხვერპლის გაღებაც მოუწევთ.

Хвала Україні“ – წერს სოსო გოგაშვილი.

Next Post

„სააკაშვილმა ჩააბარა კოდორი და ახალგორი, გაყიდა150-ზე მეტი დასახლებული პუნქტი“

პარ მაი 8 , 2020
2,122 წაკითხვა„პატრიოტთა ალიანსი“-ს გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს, რომელიც რამდენიმე საკითხს ეხება, ერთ-ერთია, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა. გთავაზობთ ამონარიდს მისი პოსტიდან: „სააკაშვილმა საქართველო დაშალა. მან გარიგების გზით ჩააბარა კოდორი და ახალგორი, გაყიდა 150-ზე მეტი დასახლებული პუნქტი. ამ გზით ათიათასობით ოჯახს დაუნგრია ცხოვრება. სააკაშვილმა ქვეყანა გადააქცია ციხედ, გაასამართლა 300 000-ზე მეტი ადამიანი და ამ თვალსაზრისითაც […]