„დიახ, გავღარიბდი და მე ამისთვის მზად ვიყავი“ – გიორგი გახარია

1,652 წაკითხვა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საკუთარი დეკლარაციის შესახებ „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა.

– თქვენს ქონებრივ დეკლარაციაში 2015 წელს იყო მიწის ნაკვეთები, ბინა. სად ქრება 2015 წლის შემდეგ ეს ქონება? – იკითხა ჟურნალისტმა.

გიორგი გახარია მას პასუხობს, რომ ქონებრივი დეკლარაცია ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი და იქ ყველაფერი დაცულია.

„რაღაცა გავყიდე, რაღაცა ნაწილში მეც გავღარიბდი და ყველა, ვინც სახელმწიფო სამსახურში მოდის უნდა მიეჩვიოს, რომ შემოსავლები აკლდებათ. დიახ გავღარიბდი და მე ამისთვის მზად ვიყავი“,- განაცხადა პრემიერმა.

Next Post

ფიზიკური დაპირისპირება ნაციონალებსა და კახა კალაძეს შორის

პარ ივნ 5 , 2020
1,652 წაკითხვა