1,329 წაკითხვა
„დამოუკიდებელი, მესამე მიმართულება არის ძალიან კარგი. მე პოლიტიკურ კონსულტაციებს არავისთან ვაწარმოებ, მაქვს მეგობრული შეხვედრები. ვისაც აქვს დასავლური ორიენტაცია და რომელიმე პოლუსის ნაწილს არ წარმოადგენს, მათი აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის“, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა TV პირველთან და აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია მისი პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.