ურსულა ფონ დერ ლაიენი – რუსეთი ცდილობს გაანადგუროს ღირებულებები, რადგან მას ეშინია უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის

424 წაკითხვა

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთი ცდილობს გაანადგუროს თავისუფლების ღირებულებები უკრაინაში, რადგან მას ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის ეშინია.

„ჩვენ, ევროპელები ვაფასებთ ჩვენს თავისუფლებას, დემოკრატიას, აზროვნებისა და სიტყვის თავისუფლებას“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„უკრაინა იბრძვის ევროპის იდეალებისთვის, რომლებსაც ჩვენ დღეს ვზეიმობთ. რუსეთში, პუტინმა და მისმა რეჟიმმა გაანადგურეს ეს ღირებულებები. მათ ეშინიათ თქვენი წარმატებისა და მაგალითის, რომელსაც თქვენ აჩვენებთ და ეშინიათ ევროკავშირისკენ მიმავალი თქვენი გზის“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, რუსეთი დრამატულ მარცხს განიცდის, უკრაინა კი წარმატებით უწევს მას წინააღმდეგობას.

შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში დღეს, „ევროპის დღის“ აღსანიშნავად ჩავიდა.

Next Post

გიორგი გახარია - რუსეთის გადაწყვეტილება ფრენების აღდგენაზე და სავიზო შეზღუდვის მოხსნაზე საქართველოს მთავრობის “კარგი ქცევის” შედეგია - ივანიშვილი ქვეყანას აგრესორის მხარეს აყენებს

ოთხ მაი 10 , 2023
424 წაკითხვა„საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნა მთავრობის „კარგი ქცევის“ შედეგია. მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს აგრესორის მხარეს აყენებს. „რუსეთის გადაწყვეტილება ფრენების აღდგენაზე და სავიზო შეზღუდვის მოხსნაზე არის საქართველოს მთავრობის “კარგი ქცევის” შედეგი, რისთვისაც საქართველოს მთავრობა ხშირად იმსახურებს რუსეთის მაღალჩინოსნების ქებას. ივანიშვილი საქართველოს აგრესორის […]

შესაძლოა მოგეწონოთ