რას სთხოვს ოპოზიციას ციხიდან გიორგი რურუა?

1,182 წაკითხვა

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე, ბრალდებული გიორგი რურუა სოციალურ ქსელში წერს:

„მინდა გამოვეხმაურო 8 მარტის შეთანხმებას! ჩემი პოზიცია ასეთია, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია, მნიშვნელობის აღნიშვნას აღარ დავიწყებ. მესმის ჩემი მეგობრების პოზიციაც, მეც ასე მოვიქცეოდი მათ ადგილას. ჩემი მძევლად დატოვება ახლა მეორეხარისხოვანია. უპრინციპობას ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს.

პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება იყო და არის საზოგადოების მთავარი მოთხოვნა, ასევე ჩვენი საერთაშორისო მეგობრების თხოვნაც.

ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე“

Next Post

„ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, გიგი უგულავას სამუდამო პატიმრობას მივუსჯიდი“ – ალეკო ელისაშვილი

ოთხ ივნ 24 , 2020
1,182 წაკითხვა„ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, გიგი უგულავას სამუდამო პატიმრობას მივუსჯიდი“ – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა. „იმიტოა ეს ქვეყანა გაღატაკებული და გაუბედურებული, 50 მილიონი რომ შეჭამა და შეითხლაშუნა იმან, რა ქვია, გიგი უგულავამ. მექრთამეა აბა რა არის. ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, სამუდამო პატიმრობას მივუსჯიდი გიგი უგულავას. უბრალოდ, ერთადერთი მხარს ვუჭერდი იმიტომ, რომ მეორედ ერთი […]