„ფეხებზე მკიდია ფეხით სიარული” – ვახო სანაია

3,440 წაკითხვა

ჟურნალისტი, ვახო სანაია, სოციალურ ქსელში, წერს:

“ნუ ფილოსოფოსობთ ერთი, თქვენი ჭირიმე რა. რაის ქალაქის განტვირთვა და ჩაფიქრებული პროექტი.

სადღაც ნახეს, რომ შუა ქუჩაში დგას ავტობუსების გაჩერება, უი, რა ლამაზიაო, აიღეს, დახაზეს და გააკეთეს აქ. მერე რაღაც ნიტოდ გამოვიდა და თქვეს, ავტობუსი პირიქით ივლისო.

მერე თქვეს ამ ყველაფრით განიტვირთება ქალაქიო და საწინააღმდეგო მოხდა, შუა ზაფხულში საცობი გაიჩითა იქაც, სადაც არასდროს ყოფილა.

ახლა ამბობენ, ცოტა დროს სჭირდებაო, ხალხი ჩამოვა მანქანებიდან და საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაჯდებაო. ჯერ ერთი ეგ არ მოხდება, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას, ეგრე მოხდეს. ახლა რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს კიდევ დაემატოს ხალხი, წარმოგიდგენიათ, რას მივიღებთ ?

ხოდა ბოდვაა ეს ყველაფერი. უბრალოდ აიღეს და შუა ქუჩაში დაამონტაჟეს ავტობუსების გაჩერება.

აი ეს ველოსიპედების ზოლები რა აჩემებაა კიდევ. რით ვერ გადავიდა მოდიდან. რა ვერ გავიგეთ უკვე წლებია, რომ არ გამოვა ამ თბილისისგან ველოსიპედების ქალაქი, თუ არ გჯერათ, ერთი დღე ცადეთ და მიხვდებით.

ახლა ვკამათობდი გაცხარებული. ,,იარე ფეხით” არის ასეთი სლოგანი. მეც მომიწოდებენ, იარე ფეხითო. ვინმემ ამიხსენით – რატომ უნდა ვიარო ფეხით ? ან სად ვიარო ფეხით ?

უკვე გადავედით სრულ სიგიჟეში

,,იარე ფეხით” – ამ ფრაზაში რამე შინაარსს პოულობთ ?

იქნებ ფეხებზე მკიდია ფეხით სიარული“

Next Post

ბუსა ჟვანიამ თავი თავად დაიჭრა? – რას ჰყვება ადვოკატი?

ორშ აგვ 3 , 2020
3,440 წაკითხვათოფაძეების ოჯახის ადვოკატის, გიორგი ანთაძის განცხადებით, ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, რის გამოც ამ ეტაპისთვის რაიმე საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და დაზარალებულის გამოკითხვა შეუძლებელია: “მე როგორც ვიცი, ჟვანიასაც აქვს დაზიანება მიღებული, მაგრამ თვითონ მიიყენა, თუ სხვა პირმა მიაყენა, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, ლევანს არავისთვის არ მიუყენებია ჭრილობა. ამ მომენტისთვის ლევანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, მძიმე ოპერაცია გადაიტანა, თუმცა მისი […]

შესაძლოა მოგეწონოთ