„მასხრად აგვიგდეს ამ ოროსნებმა“ – მეგი გოცირიძე

1,328 წაკითხვა

მარტში ათი შემთხვევაც არ ფიქსირდებოდა და ისე დაგვზაფრეს, ისე გამოგვკეტეს სახლებში, ისე დაგვცინეს, ისე ჩამოგვაქციეს თავზე ეკონომიკა, ისე ჩაიჯიბეს კოვიდზე გამოყოფილი და ვალად აღებული ფული, რომ ბოდიშიც არ მოუხდიათ და მეტიც, ქოცების კოორდინატორებთან დაარბენინებდნენ სახლებში საჭმელ-სასმელს და ხელს აწერინებდნენ, ერთი შეკვრა კარაქის ნაცვლად , თითქოს 3 “პაჩკა” მიუტანეს და ასე იყო წამატებული ყველაფერზე, როგორ დაგვცინოდნენ, როცა ფეხს არ გვადგმევინებდნენ გარეთ და ამ დროს ბოტასების ქურდი სახელმწიფო მანქანითა და ე.წ. ნარუშილოვკით გრიალებდა, თქვენ სახლში დარჩითო გვაძახეს და პარალელურად ვიდეოებს თავად ავრცელებდნენ, საყვარლებთან ერთად როგორ “გულაობდნენ”, მასხრად აგვიგდეს ამ ოროსნებმა, როცა ცოლ-ქმარს ერთად დასხდომის უფლება წაგვართვეს , ასობით ტაქსის მძღოლს გაუმწარეს დღემდე სიცოცხლე და ახლა რა ხდება?! დღეში იმაზე ათჯერ მეტი ადამიანი კვდება, რამდენი შემთხვევაც იყო მთელ ქვეყანაში დაფიქსირებული, როცა ქვეყანა ჩაკეტეს და ეკონომიკას დედამიწის ღერძი თავზე გადაამტვრიეს და ახლა დაგვძახის ტროიკა, რომ არაფერია საგანგაშოო, რას იტყუებიან და რას არა, არავინ იცის სინამდვილეში, ყველაფერზე მიდიან, ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ხალხი ისე დაზაფრონ, ისე შეაშინონ, რომ ერთმანეთს მოუწოდონ დარჩით სახლშიო და საარჩევნო კამპანია ჩაშალონ, არჩევნებზე ცოტა ხალხი მივიდეს და იმას ვერ ხვდებიან, რომ ოპოზიციურად განწყობილი კრიტიკული მასისთვის, ივანიშვილის რუსულ ოცნებაზე უფრო საშიში ვირუსი არ არსებობს და ვერაფერი შეაჩერებს.

მეგი გოცირიძე

Next Post

„თქვენ მოგიკვდით მე, რა გაგიკეთოთ? რა გიშველოთ?“ - ინგა გრიგოლია

პარ ოქტ 2 , 2020
1,328 წაკითხვაინგა გრიგოლიას გამოხმაურება “„ქართული ოცნების“ პროპორციულ სიასთან დაკავშირებით, რომელშიც რამდენიმე ადამიანი არ მოხვდა, თუმცა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სწორედ ისინი იქნებოდნენ მომავალ საპარლამენტო გუნდში. „უი, მართლა რა ტყუილად მოუკლავთ თავი იმ ექსპერტებს, „რეაქციაში“ რომ დადიოდნენ დიდი იმედით და რიხით, რომ „ოცნების“ საპარლამენტო სიაში მოხვდებოდნენ და სწორედ ამ იმედით რომ დაემორჩილნენ მერე დედა პარტიის ბოიკოტს ტვ ,,პირველის,, მიმართ, არც ერთი არ […]

შესაძლოა მოგეწონოთ