„სააკაშვილის მომხრე ემიგრანტი ნორმალური არაა” – ქეთი დოლიძე

1,346 წაკითხვა

რეჟისორი ქეთი დოლიძე  იმ ემიგრანტებს არ აფასებს, ვინც სააკაშვილის მხარდამჭერია და მათ ნორმალურ მოქალაქეებად არ მიიჩნევს:

“არ მომკლა ამ ემიგრანტებთან ბოდიშების მოხდამ? 20 წლის წინ იყო მსგავსი შემოტევა და ახლა თავიდან დაიწყეს. ვინც 9 წლის უბედურების, მკვლელობების და ბავშვების ხოცვის მერე, ისევ სააკაშვილის მხარდამჭერია, მე ნორმალურ ადამიანად არ მიმაჩნია.

მე განწყობილი ვარ პატივისცემით იმ ემიგრანტების მიმართ, ვინც სამშობლოს ფასი იცის. ის ადამიანები, ვინც მიშა სააკაშვილს უჭერს დღესაც მხარს, რატომ არ დაბრუნდნენ საქართველოში თუ ასეთი აყვავებული იყო ქვეყანა იმ 9 წელში?

ასეთი ემიგრანტები იქ იყვნენ მიშასთან ერთად, სადაც არიან. მიშისტ ემიგრანტებთან ბოდიშების მოხდა არც მაინტერესებს.

დიდი ასოებით დაწერეთ. საქართველოს კეთილისმსურველად არ მიმაჩნია ადამიანი ვინც სააკაშვილს უჭერს მხარს. მე მაინტერესებს ნორმალურად მოაზროვნე ემიგრანტების აზრი. გვარებს დავწერ კიდევ თუ ბევრს გააგრძელებენ.” – განუცხადა “პრაიმამბებს” ქეთი დოლიძემ.

Next Post

„საქართველოდან სომხეთში იარაღი კონტრაბანდული გზით შედის“ - ალიევი

შაბ ოქტ 17 , 2020
1,346 წაკითხვააზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მა 16 ოქ­ტომ­ბერს ინ­ტერ­ვიუ მის­ცა თურ­ქუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის А-Haber-ის ჟურ­ნა­ლისტს, რო­მელ­შიც ქვეყ­ნის მე­თა­უ­რი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის მიზ­ნით და­წყე­ბულ სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბებ­ზე და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე სა­უბ­რობს. თურ­ქი ჟურ­ნა­ლის­ტის ერთ-ერთი კი­თხვა სომ­ხე­თის­თვის ია­რა­ღის კონ­ტრა­ბან­დულ მი­წო­დე­ბას ეხე­ბო­და. – ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მიზ­ნით ცე­ცხლის შე­წყვე­ტის დრო­ი­დან სატ­რან­სპორ­ტო თვითმფრი­ნა­ვებს მუდ­მი­ვად მი­აქვთ რა­კე­ტე­ბი სომ­ხეთ­ში, კერ­ძოდ, ერევ­ნის აე­რო­პორ­ტში. ანუ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ხდე­ბა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა. თქვენ ამის […]