„ეს არის დიდი შეთქმულება“ – გოგა ხაინდრავა

1,523 წაკითხვა

არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები“ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული არასწორი მონაცემები მიზანმიმართულად გაავრცელა , – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას” პრესკლუბში განაცხადა.

მისივე შეფასებით, აღნიშნული ორგანიზაცია საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილეა.

„ეს არის დიდი შეთქმულების ნაწილი ამ ქვეყნის წინააღმდეგ. ეს შეთქმულება საიდან მოდის, ყველამ კარგად ვიცით. მათ თავიდანვე იცოდნენ, როგორც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის იმ ქალბატონმა, პრეტენზია რომ აქვს, თითქოს ჩვენს უფლებებს იცავს და ამ დროს ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ უფლებების დამცველი, სამარცხვინო ნინო ლომჯარიამ, ასევე ეკა გიგაურმა და სხვა დანარჩენებმა. მათი დრო წავიდა. დამთავრდა ბოკერიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ დროც“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ველზე მძიმე ვითარებაა, რადგან ერთადერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას შეუძლია ქვეყნის მართვა და ცუდია, რომ მას ოპონენტი არ ჰყავს.

Next Post

გიორგი ვაშაძის მამა კოვიდ 19-ით გარდაიცვალა

ოთხ დეკ 16 , 2020
1,523 წაკითხვა„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა. 73 წლის გუტა ვაშაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეების განმავლობაში მძიმე იყო და ის აპარატზე იყო შეერთებული. გიორგი ვაშაძის მამა მედიკოსი იყო და ის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. კორონავირუსით ინფიცირებული იყო ასევე გუტა ვაშაძის მეუღლე, რომელიც უკვე გამოჯანმრთელებულია. გუტა ვაშაძე თავდაპირველად, ქუთაისის კლინიკაში იყო მოთავსებული. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების […]

შესაძლოა მოგეწონოთ