სოციალური ქსელის მომხმარებელი ომიკო ხოფერია თბილისში, ღია ცის ქვეშ მცხოვრებ მარტოხელა მოხუცზე წერს, რომელიც 20 თხას უვლის.
„მოგესალმებით მეგობრებო…
ნონა ბებო გახსოვთ ალბათ, წლებია ძალიან რთულ პირობებში ცხოვრობს, ღია ცისქვეშ, მის თხებთან ერთად.
ბათუმში ჰყავს შშმ შვილი და შვილიშვილი, თვითონ 15 წელია რევმატიზმისა და ასთმის გამო წამოვიდა აჭარიდან.
მისი მძიმე ყოფა რომ წარმოიდგინოთ მოგიყვებით და ფოტოებსაც ვურთავ…
ნონა ბებო ცხოვრობს თბილისის ზღვის მიმდებარედ, ლოტკინის მხრიდან ლურჯი “ბრეზენტის” ქვეშ, ცეცხლს მიწაზე ანთებს, ლოგინიც კი არ აქვს, პატარა რბილი სკამი აქვს და მასზე სძინავს…
20 თხა ჰყავს და როდესაც სეზონია, რძეს ყიდის და ფულს აგზავნის აჭარაში შვილთან და შვილისშვილთან.
ჩვენ ახალი წლის ღამეს 31-ში მივუტანეთ ლეიბი, საბანი, თბილი ტანსაცმელი და მზა პროდუქტები და დღემდე ჩემი მეგობრები მიდიან და მიაქვთ საკვები.. თუმცა ეს საკმარისი არ არის.
თუ სადმე აღმოსავლეთ საქართველოში მიტოვებული სახლი იცით, ან თქვენს საკუთრებაშია და შეგიძლიათ შეუშვათ ნონა ბებო გთხოვთ აუცილებლად გამოგვეხმაურეთ, ჩვენ ვუზრუნველყობთ ტრანსპორტირებას როგორც ნონა ბებოსი, ასევე მისი თხების“.
პრაიმ ტაიმი