„სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაული შემცირდა 12%-ით“ – ვახტანგ გომელაური

660 წაკითხვა

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ქვეყანაში ისეთი კატეგორიის დანაშაულები შემცირდა, როგორიც არის მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა და ქურდობა.

როგორც გომელაურმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, 2020 წელი, რთული წელი იყო.

„ქვეყანა დღემდე ებრძვის პანდემიას და ამ პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტრო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. პარალელურად, სამინისტროს თანამშრომლები კრიმინალთან ბრძოლას, ისევე, როგორც მოქალაქეთათვის აუცილებელი სერვისების მიწოდებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, სამინისტრო აგრძელებს ეფექტიან მუშაობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“,- განაცხადა გომელაურმა.

საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრმა ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაული 12%-ით შემცირდა.

მისივე განცხადებით, სამინისტროს მიერ კრიმინალის წინააღმდეგ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია და კონკრეტულ ციფრები რეგისტრირებული დანაშაულის შესახებ სამინისტროს ვებგვერდზე ყოველთვიურად ქვეყნდება.

“ქვეყანაში სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაული შემცირდა 12%-ით. შემცირდა ისეთი კატეგორიის დანაშაულები, როგორიც არის: მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა, ქურდობა, მათ შორის, შემცირებულია ბინების გაქურდვის ფაქტებიც. გაიზარდა კიბერდანაშაული, რაც გლობალური გამოწვევაა და ინტერნეტ რესურსების გაზრდილი გამოყენებით არის განპირობებული. ასევე, მომატებულია ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოლიციისადმი მიმართვიანობა. ასევე მომატებულია მკვლელობა 9 ფაქტით,“- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, რჩება გამოწვევებიც, რომელთა გადასაჭრელადაც სამინისტროში მიმდინარეობს და დაგეგმილია არაერთი რეფორმა.

ipn

Next Post

„დასაჯეთ ეს არამზადები!“ - რუსუდან შარაძე

კვი მარ 7 , 2021
660 წაკითხვარუსუდან შარაძის გამოხმაურება TV “პირველი”ს ეთერში გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებზე, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი ფიგურირებენ. „თქვენ გაანადგურეთ 30 ათასი ფაილი, მოსპეთ მკვლელების და მწამებლების გასამართლების ყველა კანონიერი გზა, ფეხებზე დაიკიდეთ ნაწამები, ამოწყვეტილი ოჯახები და მათი იმედი სამართლის პოვნისა და მერე, როცა მოგიტრიალდებიან და პირადად გამოგიქვეყნებენ რამეს, თქვენი ისტერია, უბრალოდ, სასაცილოა. დასაჯეთ ეს არამზადები! გამოუტანეთ ყველა დანაშაული, რაც ერისა […]