როგორ შევიქმნათ წინასაახალწლო განწყობა – ნაძვის ხეები

321 წაკითხვა

ახლოვდება დეკემბერი და ახლოვდება ყველასათვის საყვარელი დღესასწაული – ახალი წელი. მართალია, ჯერ კიდევ დიდი დროა იქამდე, სანამ საყოველთაო ვნებათაღელვა დაიწყება, თუმცა უკვე ნელ-ნელა აქა-იქ იგრძნობა დღესასწაულისთვის მზადება. ამასთან ერთად, იუთუბზეც ნელ-ნელა იმატებს მერაია ქერის საახალწლო ვიდეოს ყურების რიცხვი, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე დროა წინასწარ ვიფიქროთ საახალწლო განწყობაზეც. მართალია, ჯერ კიდევ ადრეა იმისთვის, რომ საახალწლო ნაძვის ხეები მოვრთოთ, თუმცა განწყობის ამაღლებას ეს არ უშლის ხელს. ამასთან ერთად, ახალ წლამდე, შემდგომის ბოლო დღეების დადგომისას, მსოფლიო კიდევ ერთ დღესასწაულს – შავ პარასკევს აღნიშნავს, რომელიც თავისი კონცეფციიდან გამომდინარე, ნამდვილად დღესასწაულად ითვლება, რადგან ნოემბრის ბოლო პარასკევს გრანდიოზული ფასდაკლებები ცხადდება უამრავ პროდუქტზე. ამის შემდეგ კი დეკემბერი მოდის, რომელიც საუკეთესო დროა ახალი ნივთების შესაძენად, ვინაიდან უამრავი ფასდაკლებითა და აქციით გვანებივრებენ საყვარელი ბრენდები.

ყველაფერთან ერთად, დეკემბერი ის დროა, როდესაც ახლობელ ადამიანებს საჩუქრებს ვუკეთებთ, ამის ნათელი მაგალითი კი საიდუმლო სანტაა, რომელსაც თანამსრომლებიდან დაწყებული ოჯახის წევრებით დამთავრებული უკვე თითქმის ყველა თამაშობს. მართალია, პანდემია ჯერ კიდევ ხელის შემშლელი ფაქტორია ნამდვილი წვეულებისთვის, თუმცა თუ უკვე აცრილი ხართ, ეს უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს და შეგიძლიათ ახალი წელი და მასთან დაკავშირებული ყველა დღესასწაული სრულფასოვნად აღნიშნოთ. შარშან პანდემიის გამო, საგრძნობად ნაკლები იყო ადამიანებში ახალი წლის განწყობა, რაც კორონავირუსის საკმაოდ დიდი დანაშაულია და წელს ის დროა, როდესაც ორმაგად უნდა ავინაზღაუროთ დანაკარგი.

წინა საახალწლო განწყობის შესაქმნელად მთავარია გქონდეთ მზაობა საინტერესო დეკემბრისა და მასთან ერთად სიახლით სავსე ახალი წლის. ამასთან ერთად, მართალია ერტმანეთს ვუკეთებთ საჩუქრებს, თუმცა მნიშვნელოვანია საკუთარი თავიც არ დაგვავიწყდეს. განწყობას სხვისგან მიღებულ საჩუქრებთან ერთად საკუთარი თავისთვის გაკეთებული საჩუქრებიც ამაღლებენ, ამიტომ კარგი იქნება, თუკი საკუთარ ემოციებს მიენდობით და აირჩევთ იმ სანუკვარ ნივთს, რომელიც ძალიან გაგახარებდათ. ამის შემდეგ კი, შეგიძლიათ დაუდარაჯდეთ ფასდაკლებებს. როგორც უკვე ვახსენეთ, წინ შავი პარასკევია, რომელსაც ყველა ძალიან ელოდება, ბრენდები კი ცდილობენ მაქსიმალურად სასიამოვნო ფასდაკლებებით მოიგონ მომხმარებელთა გულები, ამიტომ სრულებით შესაძლებელია წინასაახალწლოდ, ჯერ კიდევ შემოდგომა ხელში ჩაიგდოთ სანუკვარი ნივთი, ხოლო თუ შემოდგომაზე ეს ვერ მოხერხდა, გული არ დაიწყვიტოთ, წინ ხომ მთელი ზამთრის პირველი თვეა.

დეკემბრის დასაწყისში, როდესაც პირველი საახალწლო ნაძვის ხეები მოირთვებიან, უამრავი მაღაზია თუ კომპანია იწყებს წინასაახალწლო აქციებს, რომლის ფარგლებშიც უამრავ ნივთზე მოქმედებს ფასდაკლებები. სწორედ ეს დრო შეიძლება იყოს ყველაზე საუკეთესო დრო სანუკვარი ნივთის თუ ტექნიკის შესაძენად, ვინაიდან თვის მეორე ნახევარში ორი შემაფერხებელი ფაქტორი მოქმედებს – ერთი არის ის, რომ ადამიანების უმეტესობა სწორედ ამ პერიოდში იწყებს საყიდლებზე სიარულსა და საჩუქრების არჩევას, რაც აჩენს უამრავ რიგებსა და გადატვირთულ მოძრაობას. მეორე კი ის არის, რომ შეიძლება უბრალოდ თქვენთვის სასურველი ნივთის მარაგი ამოიწუროს, რამაც შეიძლება გულნატკენი დაგტოვოთ. ამიტომ, აჯობებს თუკი თადარიგს წინასწარვე დაიჭერთ და ხელიდან არ გაუშვებთ თქვენთვის ბოძებულ შანსს.

Next Post

როგორ ვმართოთ ფინანსები უკეთ

ხუთ ნოე 11 , 2021
321 წაკითხვაბიზნესის მართვა ყოველთვისაა დაკავშირებული უამრავ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბაზარზე კონკურენცია იზრდება და ყველა უფრო მეტიი წილისთვის იბრძვის. ასეთ შემთხვევებში, ყველა დეტალის გათვალისწინება, სიტუაციის ანალიზი, რისკების შეფასება, შემდეგი ნაბიჯის სწორად დაგეგმვა და გადაწყვეტილების დროულად მიღება ყველაფერს ნიშნავს. ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯის შედეგის გამოთვლაა შესაძლებელი და იმის ანალიზი, რამდენად სწორად იქნა ესა თუ ის გადაწყვეტილება მიღებული. იმისათვის, რომ საუკეთესო შედეგი […]

შესაძლოა მოგეწონოთ