ექსპერტი გია ხუხაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილს ბევრი დანაშაული მიუძღვის.
– მე პირადად ვარ დაზარალებული იმ პოლიტიკის გამო. თავის მოჭრით არავინ მემუქრებოდა, მაგრამ სისტემა ჩემზე ძალადობდა. მე რომ მითვალთვალებდნენ, მიყურადებდნენ და მისმენდნენ, შემიძლია ვივარაუდო, რომ ამის უკან იდგა სააკაშვილი, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია და მეტი არაფერი. ამ ყველაფერს მტკიცებულების ძალიან მაღალი ხარისხი სჭირდება.
სააკაშვილი დღეს არის პოლიტპატიმარი, იმიტომ კი არა, რომ უდანაშაულოა. ჩემი აზრით, ის დამნაშავეა, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ პოლიტპატიმარია, რადგან დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას აქვს მის მიმართ პოლიტიკური ინტერესი. სააკაშვილი „ქართულ ოცნებას“ უყვარდა, როცა იყო ქვეყნის გარეთ, იმიტომ, რომ სააკაშვილით აშინებდა ამომრჩეველს, მგელი მოდისო. აქ კი დიდი თავისტკივილია. ახლა მისი დაპატიმრება აწყობდათ არჩევნების მოსაგებად, ხოლო არჩევნების შემდგომი ამოცანა მისი მოშორება იქნება.