„ღარიბაშვილმა თითქმის შეუძლებელი შეძლო“ – დავით ჩიხელიძე

739 წაკითხვა
2019 წელს, მაშინდელი თავდაცვის მინისტრობის  კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტის წინაშე გამოსვლა და მისი სიტყვა, მისი  ერთ ერთი ოცნება და დაპირება გახსოვთ?  „ჩვენ უნდა დავიწყოთ იარაღის წარმოება, მე ვფიქრობ ჩვენ ამას შევძლებთ“ დაპირება, რომელიც ბევრმა გააქილიკა, ბევრმა არასერიოზულად და შეუძლებლად მიიჩნია. ეს იყო 2019 წლის 5 სექტემბერი, 2021 წლის 28 ოქტომბერს  საქართველომ ნატოს სტანდარტების იარაღის წარმოება დაიწყო.
შაშხანა GI-4 (5.56)  საწყის ეტაპზე, საქართველოს თავდაცვის ძალებს გადაეცემა, რაც სამხედრო ქვედანაყოფების თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვის პროცესს შეუწყობს ხელს, სამომავლოდ კი ექსპორტზე გავა.
ღარიბაშვილმა თითქმის შეუძლებელი შეძლო,  საქართველო ბოლოს იარაღს 80 წლის წინ აწარმოებდა, სამხედრო მრეწველობაში 80 წელი საკმაოდ დიდი წყვეტაა,  80 წლის შემდეგ აღდგენილი იარაღის წარმოება, ღარიბაშვილის მიღწევას კიდევ უფრო ფასეულს ხდის.
აქვე აღსანიშნავია თავდაცვის მინისტრის  ჯუანშერ ბურჭულაძის როლი, იარაღის წარმოების იდეას ხორცი სწორედ მისი ხელმძღვანელობით შეესხა, თავდაცვის სამინისტრო არის კარგი მაგალითი თუ როგორ უნდა განაგრძო და განავითარო, წინამორბედის მიერ დაწყებული საქმე,  მსგავსი მოდელი შეგვიძლია სხვა სამინისტროებშიც გამოვიყენოთ, როგორც წარმატების ფორმულა, ახალმა ძველის მიღწევები არათუ უნდა დაივიწყოს არამედ უნდა განავითაროს და საკუთარი ქმედითი ნაბიჯებით განამტკიცოს. – წერს “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე  სოციალურ ქსელში.

Next Post

კენჭისყრის დღეს მასშტაბურ დარღვევებზე გაკეთებული განცხადებები არის სპეკულაციები და სხვა არაფერი

ოთხ ნოე 3 , 2021
739 წაკითხვა საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით,საარჩევნო ადმინისტრაციამ,მეორე ტურის დამთავრების შემდეგ,უმოკლეს ვადებში,გადაითვალა საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგები. კენჭისყრის დასრულებიდან 6 დღის ვადაში სავალდებულო წესით,შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი 5 – 5 საარჩევნო უბნის შედეგების ნაცვლად,ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე,თითოეულმა ოლქმა გადაითვალა 7 – 7 უბნის მონაცემები. საოლქო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა გადათვლის პროცესზე მონიტორინგს ახორციელებდნენ არჩევნებში ჩართული მხარეები:მედიასაშუალებები,ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები და საარჩევნო სუბიექტების […]

შესაძლოა მოგეწონოთ