ევროპის საუკეთესო აუთლეტ მოლები

347 წაკითხვა

თანამედროვეობაში თითოეული ადამიანისთვის საკუთარ ჩაცმულობაზე ზრუნვა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. შოპინგი ნამდვილად ის სასიამოვნო აქტია, რისთვისაც დრო ყოველთვის გამოინახება, ხოლო შოპინგისას სასურველი სამოსის პოვნა და მისი დაბალ ფასში შეძენა ნამდვილი დღესასწაულია. მაღაზიაში გავლა დღეს განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, ამიტომ ყოველთვის ერთი სული გვაქვს ხელფასის დღე მალე მოვიდეს, რათა საყვარელ მაღაზიებს მაშინვე ვესტუმროთ. მართალია, სამოსი შეიძლება ონლაინ საკმაოდ გამოვიწეროთ, თუმცა ერთი ხიბლია მაღაზიებში სიარულიც.

დემოკრატიულ ფასად შოპინგისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი აუთლეტ მაღაზიაა, სადაც საყვარელი ბრენდის პროდუქტს საკმაოდ დაბალ ფასში მიაგნებთ. აუთლეტი ისეთი ტიპის ტანსაცმლის მაღაზიაა, სადაც კონკრეტული ბრენდის ისეთი პროუქტია თავმოყრილი, რომლის გაყიდვაც სეზონზე ვერ მოასწრეს, ან გარეგნულად სულ მცირე, უმნიშვნელო წუნი აქვს. აქედან გამომდინარე, ამ ტიპის მაღაზიებში სამოსი საბაზრო ფასზე ბევრად ნაკლებადაა წარმოდგენილი. აუთლეტებში შოპინგი მთელს მსოფლიოში საკმაოდ პოპულარულია. საქართველოში მხოლოდ აუთლეტ მაღაზიაში შოპინგისთვის ერთი, დიდებული სივრცე ჯერ არ არსებობს, თუმცა მალე აუთლეტ სოფლის კოცეფციით შექმნილი ადგილი გაიხსნება, სადაც Outlet Georgia გააერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორიცაა Dior, Gucci, Armani, Nike, Adidas, Puma, Dolce & Gabbana, Chanel, New Balance, Kappa, Diesel, Lee Wrangler, Levi’s და სხვა.

როგორც უკვე ვახსენეთ, მსოფლიოში აუთლეტ მაღაზიებში შოპინგი საკმაოდ პოპულარული და გავრცელებულია. სტატიაში გაგაცნობთ იმ ადგილებს ევროპაში, სადაც საუკეთესო აუთლეტ მოლებია.

Outletcity Metzingen, გერმანია

გერმანიაში აუცილებლად უნდა ესტუმროთ ამ ადგილს, რადგან აქ წარმოდგენილია Hugo Boss-ის ექსკლუზიური მოდელები

Designer Outlet Berlin, გერმანია

ბერლინთან ყველაზე ახლო მდებარე აუთლეტ მოლი, სადაც წარმოდგენილია 120-მდე ბრენდი, მათ პროდუქტზე კი ხშირად საკმაოდ სასიამოვნო ფასდაკლებებიც მოქმედებს.

Fidenza Village, იტალია

იტალიაში აუთლეტ სოფლის კონცეფციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოლი. აქ 100-მდე სხვადასხვა ბრენდს შორისაა წარმოდგენილი ისეთი ბრენდები, როგორიცაა Versace, Michael Kors, Paul Smith, D&G და სხვა. ნამდვილი დღესასწაული კი მაშინ იწყება, როდესაც ფასდაკლებებს აცხადებენ ბრენდები – აქ წარმოუდგენლად დაბალ ფასად შეგიძლიათ სამოსის არჩევა.

Serravalle Designer Outlet, იტალია

თუ იტალიაში ვიზიტი გაქვთ გეგმაში, აუცილებლად ესტუმრეთ ამ ადგილს. ის სიდიდით ერთ-ერთი ყველაზე დიდია მთელს ევროპაში, მისი სრულად დათვალიერებისთვის კი ერთი დღე ნამდვილად არ გეყოფათ. აქ განთავსებულია 160-ზე მეტი ბრენდი თავისი მაღაზიით და ყოველთვის მოქმედებს ფასდაკლება.

La Vallee Village, საფრანგეთი

საფრანგეში მდებარე La Vallee Village გამორჩეულად საყვარელი ადგილია შოპინგისა და ზოგადად მოდის მოყვარულთათვის. აქ მსოფლიოში ცნობილი ბრენდების 130-ზე მეტი მაღაზიაა წარმოდგენილი და ფასდაკლებების გამოცხადებაც ყოველდღიურობის ნაწილია.

Bicester Village, დიდი ბრიტანეთი

ეს ადგილი განსაკუთრებული პოპულარობით ცნობილ მსახიობებში სარგებლობს. აუთლეტ სოფლის კონცეფცია იდეალურად ერგება ნებისმიერი გემოვნების ადამიანს. აქ სტუმრობისას შეიძლება საშოპინგოდ მისული სამეფო ოჯახის წარმომადგენლებიც კი შენიშნოთ. აუთლეტი აერთიანებს 140 ბრენდულ მაღაზიაზე მეტს და აქ ყოველთვის მოქმედებს 50%-მდე ფასდაკლება.

ხოლო, თუკი გამგზავრება არ გაქვთ დაგეგმილი, ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე ყველაზე დიდი აუთლეტ სოფლის გახსნას, რომელიც გააერთიანებს როგორც საქვეყნოდ ცნობილ, ასევე ადგილობრივ ბრენდებს და თავს მოუყრის ერთ სივრცეში. ასევე, მოსალოდნელია სხვა ქვეყნებიდან მხოლოდ შოპინგისთვის ჩამოსული სტუმრების დიდი ნაკადი, ვინც საკუთარ სმარტფონში Outlet Georgia -ს მოძებნის.

 

Next Post

სად დავისვენოთ ზამთარში

ხუთ ნოე 11 , 2021
347 წაკითხვაზამთრის მოახლოებასთან ერთად იმატებს სადღესასწაულო განწყობაც. დეკემბრის ბოლოს საერთო სამზადისი ცხადდება და გინდა თუ არ გინდა მისი მონაწილე აუცილებლად ხდები. ეს პერიოდი ნებისმიერი ადმაიანისთვის საყვარელი პერიოდია, თუ ბავშვები თოვლის ბაბუისგან საახალწლო საჩუქრის მიღებას ელოდებიან, მოსწავლეებს ერთი სული აქვთ არდადეგების დადგომის, დასაქმებულები კი ცდილობენ ეს პერიოდი სანუკვარ შვებულებას დაამთხვიონ და დამსახურებული დასვენება მოიწყონ. დღესასწაული საუკეთესო დროა მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად […]