732 წაკითხვაჩვეულება რჯულზე უმტკიცესია, “მთავარი არხი” აღნიშნული ფრაზის ჭეშმარიტებას დღენიადაგ გვახსენებს, ისინი ვერ გათავისუფლდნენ წარსულისგან და არ შეეშვნენ სიყალბის გავრცელების მანკიერი პრაქტიკას.”- აღნიშნავს “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე. გუშინ მორიგი “შედევრი” შემოგვთავაზეს, ხმამაღალი სათაურით, ზუგდიდში არჩევნების გაყალბებისთვის ემზადებიან, მეტი დამაჯერებლობისთვის სატელეფონო საუბარიც მოგვასმენინეს, სატელეფონო საუბარი დიდი ალბათობით წინასწარი გეგმის ნაწილია, შეუძლებელია გაარჩიო ვის ესაუბრებიან ან როდის არის ჩანაწერი გაკეთებული. შემდეგ […]

416 წაკითხვაგუშინ, “მთავარი არხი”-ს ეთერში  მორიგი პროვოკაცია და რეალობას აცდენილი სიუჟეტი ვიხილეთ,   რომლის  მიზანს არჩევნების და ცესკოს დისკრედიტაცია წარმოადგენს.  საზოგადოება შეეჩვია,რომ საარჩევნო ადმინისტრაცია,  დესტრუქციული ძალები  შეტევის განსაკუთრებულ ობიექტს  წარმოადგენს. “– ამის შესახებ განცხადებას “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ავრცელებს” “ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება ჯერ არ დასრულებულა, ამ ეტაპზე მხოლოდ საბუთების მიღება მიმდინარეობს, ელ ფოსტაზე საბუთების […]

957 წაკითხვაახალი გამოწვევების პირისპირ, სწორედ დიდგორის ბრძოლის ცოცხალი მაგალითი გვასწავლის, რომ ერთიანობით ყველა მიზნის მიღწევა შეგვიძლია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „Facebook”-ში წერს. “დღეს ჩვენი ისტორიის უდიდეს თარიღს აღვნიშნავთ. 900 წლის წინ ქართველობამ დიდი დავით აღმაშენებლის ხელმძღვანელობით მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სამხედრო-სტრატეგიული წარმატების მაგალითი შექმნა. ჩვენი ხალხისთვის დიდგორის „ძლევაი საკვირველი“ თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობის, სამშობლოსთვის თავდადების სიმბოლოდ იქცა. […]

317 წაკითხვა14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. „გაგაცნობთ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. როგორც მოგეხსენებათ, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია, ძირითადად ახალი შტამების (დელტა შტამი) ფართო ცირკულაციის გამო. ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების და ტენდენციების ანალიზის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭომ, აგვისტოში იმუნიზაციის პროცესის ინტენსიფიცირების მიუხედავად, […]

934 წაკითხვა პირბადის ტარება დღეიდან სავალდებულოა ღია სივრცეშიც, სადაც ხუთზე მეტი ადამიანი იკრიბება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი ბოლო პერიოდში ეპიდვითარების გაუარესება გახდა. „მოგეხსენებათ, პირბადეების ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეებში და ღია სივრცეში ხალხმრავალი შეკრების ადგილებზე, გაჩერებებზე, ბაზრობებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. საბჭოს გადაწყვეტილებით, 10 აგვისტოდან, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეში ყველგან, […]

348 წაკითხვასაქართველოში კორონავირუსის ​5 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 713 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 54 პაციენტი. ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარდა 44 536 ტესტი. 9 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 146 პაციენტი, გარდაიცვალა 44 ადამიანი.

356 წაკითხვაFitch-ის გაუმჯობესებული რეიტინგი ასახავს უფრო გაზრდილ ნდობას საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე დაადასტურა, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა. „ეს არის მართლაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენა ზოგადად, რადგან ასახავს უფრო გაზრდილ ნდობას საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან. და განსაკუთრებით ის განმარტება, რაც სარეიტინგო […]

359 წაკითხვამსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 203 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.3 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 182 მილიონს აჭარბებს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 16.3 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი – 36.5 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს 31.9 მილიონი შემთხვევით, მათ ბრაზილია, რუსეთი […]

813 წაკითხვა რომან გოცირიძის პოსტი ფეისბუქში: გუშინ მთავრობას და ეროვნულ ბანკს ზარ-ზეიმი ჰქონდათ. მიზეზი დაახლოებით ისეთია, ავადმყოფს კლინიკიდან რომ გამოწერენ. საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი FITCH-ის მიხედვით 2019 წელს იყო BB სტაბილური. 2020 წლის აპრილში გაუარესდა და გახდა BB ნეგატიური. თითქმის წელიწადნახევრის შემდეგ დაუბრუნდა ძველ ნიშნულს, BB სტაბილურს. მთავრობამ რეიტინგში “წინსვლა” საზეიმოდ “აღნიშნა”. სხვანაირად ეს მოვლენა ასე შეიძლება აღვწეროთ: მიდიოდა კაცი […]

772 წაკითხვასაქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, ქვეყანაში სახელოვნებო და კულტურის ორგანიზაციების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ყოფილი მე-12 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე, ორთაჭალაში, ალტერნატიული კულტურული სივრცე იხსნება. უწყების ცნობით, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოში, როდესაც ციხის შენობასა და ტერიტორიაზე კულტურის კერა გაჩნდება და ის ადგილი, რომელიც ნეგატიური და მძიმე ისტორიებით დაამახსოვრდა ქართულ საზოგადოებას, კულტურის მოღვაწეთა და ახალგაზრდათა შეკრების და შემოქმედებითი საქმიანობის აქტიური […]