758 წაკითხვაომის პარტიის {ნაციონალური მოძრაობის} განზრახვის მორიგი გამოვლინებაა ახალი კამპანია, რომელიც მათ საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ წამოიწყეს.”- განაცხადა  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. „ალბათ, უკვე ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოში მოქმედებს ომის პარტია, რომლის ერთადერთი მიზანია, რამენაირად საქართველო ჩართოს სამხედრო კონფლიქტში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ფარული კამპანია, რომელიც სანქციებთან და მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებების წინააღმდეგ […]

608 წაკითხვაგია ხუხაშვილის პოსტი ფეისბუქში: როგორც იცით, ბალტიისპირეთის ქვეყნები კრძალავენ ბორჯომის, როგორც რუსული პროდუქტის და რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტის გაყიდვას. ეს პროცესი, როგორც ჩანს გაფართოვდება და მთლიანად დასავლეთს მოიცავს. საქართველოსთვის ეს არის უზარმაზარი პრობლემა, რადგან ბორჯომი არ არის უბრალოდ პროდუქტი, ის გახლავთ ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილი, ჩვენი მატერიალური და თუნდაც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ელემენტი. შესაბამისად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან მატერიალურ და […]

422 წაკითხვა„მე არ ვემხრობი ამ კატეგორიულ მოთხოვნებს, რომ რუსები არ შემოვუშვათ, საქართველოში, გადმოსვლის საშუალება არ მივცეთ, სახლი არ მივაქირავოთ და ასე შემდეგ. შეიძლება, იმ ხალხსაც უნდა, გამოასწროს თავიანთ რუს კიმ ჩენინს და ვისაც აღარ შეუძლია და აღარ უნდა პუტინის რუსეთში ცხოვრება, რატომ არ უნდა შევეშველოთ, უარი თქვან თავიანთ ფაშისტურ რეჟიმზე? მე რომ მომადგეს ვინმე და აღარ შემიძლია პუტინის რუსეთშიო, გული […]

294 წაკითხვაგასული წელი გამოირჩეოდა  სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის მომხმარებლების მობილური მავნე პროგრამების შეტევების  შესუსტებითა, რაც  შეესაბამებოდა მსოფლიო ტენდენციებს.  ამას მოწმობენ „კასპერსკის ლაბორატორიის“  მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2021 წელს, საქართველოში მობილურის მომხმარებელთა 0,84%-ს  დაესხნენ თავს მავნე პროგრამები, ხოლო სომხეთში ასეთი მომხმარებლების წილი 1,58% იყო,  აზერბაიჯანში – 3,76%. 2020 წელს საქართველოში მომხმარებელთა 2,25%-ს შეექმნა მობილური მავნე პროგრამების შეტევების პრობლემა, 2,80%-ს სომხეთში და 5,19%-ს აზერბაიჯანში. […]

760 წაკითხვაპარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელ თაკო ჩარკვიანის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსს“, რომელიც ნულოვანი მხარდაჭერის პარტიაა, არ აქვს იმის ლეგიტიმაცია, რომ წერილები გზავნოს და მითუმეტეს ოკუპანტთან. ამ საკითხზე მან „ჯორჯიან-თაიმსი“-ს ეთერში ისაუბრა. „ნულოვანი პარტია რომ ხარ და წერილებს აგზავნი ოკუპანტთან, ვინ მოგცა ამის ლეგიტიმაცია? რა ნეიტრალიტეტი; ვინ ხარ შენ?“- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.    

391 წაკითხვაუკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სასწავლო-საწვრთნელ შენობაში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. მათივე ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 40 მეხანძრე და 10 ერთეული ტექნიკაა ჩართული. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა. შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაბომბეს, რამაც ხანძარი გამოიწვია. რუსი სამხედროები მეხანძრეებს ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ipn

614 წაკითხვანანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქში დაწერა: „არ წყდება შეტყობინებები, ამიტომ არ ვაცხადებთ ჯერ საბოლოო თანხას და ამ წუთას ვნახეთ ანგარიშზე, ირაკლი ალასანიას ჩაურიცხია 30 ათასი ლარი. Natia Panjikidze ვიფიქრე იქნებ სულ არ უნდა თქმათქო, მაგრამ ენაზე მე არაფერი მაჩერდება, გადაეცი დიდი მადლობა ყველას სახელით!“

439 წაკითხვარუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ არის. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი BFM TV საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სატელეფონო საუბრის დროს, რომელიც 1.5 საათი გაგრძელდა, რუსეთის პრეზიდენტმა თავის ფრანგ კოლეგას განუცხადა, რომ სიტუაცია უფრო გამწვავდება, თუ უკრაინელები მის პირობებს არ მიიღებენ. „პრეზიდენტ მაკრონს ინტუიცია კარნახობს, რომ ყველაზე უარესი ჯერ […]

338 წაკითხვაარის მომენტები, როდესაც ერთად უნდა დავსხდეთ. მარტო „ქართული ოცნების“ ან „ნაცმოძრაობის“ გადმოსახედიდან, ჭუჭრუტანიდან არ უნდა უყურო და იმას არ ფიქრობდე, მღვრიე წყალია და თევზი დავიჭიროო. ამას რომ მივეჩვევით, მაშინ ჩვენ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ერი ვიქნებით, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. იგი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმება და აცხადებს, რომ ახლა მთავარი ამ საკითხზე ყველას ერთსულოვნება […]

559 წაკითხვაგია ხუხაშვილის პოსტი ფეისბუქში: დიდი უმადურობა იქნება, რომ არ ვთქვა… სრულიად ცხადია, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა თავისი გმირობით, სისხლით მოიპოვა უკრაინელმა ხალხმა. ამის გარეშე, ჩვენ არა თუ ახლა, 2024 წელშიც უარს გვეტყოდნენ, ისე მივდივართ. გამოდის ეს პრემიერად წოდებული სუბიექტი და ლამის საკუთარ წარმატებად გამოაცხადოს სხვისი დამსახურება. ამ მართლაც ისტორიულ დღეს არც მადლიერების, არც სოლიდარობის, არც თანადგომის, არც […]