„როგორ გავაკეთოთ? ჩავუკეტოთ კარი თუ გავუღოთ?“ – ალეკო ელისაშვილმა

342 წაკითხვა

არის მომენტები, როდესაც ერთად უნდა დავსხდეთ. მარტო „ქართული ოცნების“ ან „ნაცმოძრაობის“ გადმოსახედიდან, ჭუჭრუტანიდან არ უნდა უყურო და იმას არ ფიქრობდე, მღვრიე წყალია და თევზი დავიჭიროო. ამას რომ მივეჩვევით, მაშინ ჩვენ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ერი ვიქნებით, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

იგი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმება და აცხადებს, რომ ახლა მთავარი ამ საკითხზე ყველას ერთსულოვნება და ერთად ყოფნაა.

„ახლა რაც მოგვეთხოვება ყველა ნორმალურ ქართველსა და განსაკუთრებით, პოლიტიკურ კლასს, ვისაც მართლაც უნდა, რომ ევროკავშირის წევრები გავხდეთ და არა რუსეთის ღია აგენტურა – ჩვენ ხმამაღლა უნდა ვთქვათ, რომ მხარს ვუჭერთ ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას. ვისაც რა კონტაქტი და კომუნიკაცია გვაქვს, შევატყობინოთ, რომ ვართ ერთსულოვნები. ერთმანეთსა და მთავრობას ფეხი კი არ უნდა დავუდოთ, რადგან ეს ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი. არის მომენტები და სწორედ ახლაა ეს მომენტი, როდესაც ერთად უნდა დავდგეთ და ერთ მუშტად შევიკრათ.

ხელისუფლებამაც უნდა გადმოდგას ოპოზიციისკენ ნაბიჯი. გავაკეთოთ დროებითი უშიშროების საბჭოს ფორმატი ან საკოორდინაციო საბჭო, სადაც აზრებს გავცვლით. მაგალითად, აქამდე არ იყო გამოწვევა რუსეთიდან და ბელორუსიიდან წამოსული ხალხი, როგორ გავაკეთოთ? ჩავუკეტოთ კარი თუ გავუღოთ? მართლაც პუტინისგან დევნილი, ლიბერალ ხალხთან ერთად რუსული აგენტურა მივიღოთ-არ მივიღოთ, ამაზე ერთად ვიფიქროთ. ეს ვისწავლოთ – არის მომენტები, როდესაც ერთად უნდა დავსხდეთ. მარტო „ქართული ოცნების“ გადმოსახედიდან არ უნდა უყურო, ან „ნაცმოძრაობის“ ჭუჭრუტანიდან და იმას არ ფიქრობდე, მღვრიე წყალია და თევზი დავიჭიროო. ამას რომ მივეჩვევით, მაშინ ჩვენ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ერი ვიქნებით“, – განაცხადა ელისაშვილმა.

 

Next Post

პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, მაკრონი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ყველაზე უარესი ჯერ წინ არის

ხუთ მარ 3 , 2022
342 წაკითხვარუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ არის. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი BFM TV საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სატელეფონო საუბრის დროს, რომელიც 1.5 საათი გაგრძელდა, რუსეთის პრეზიდენტმა თავის ფრანგ კოლეგას განუცხადა, რომ სიტუაცია უფრო გამწვავდება, თუ უკრაინელები მის პირობებს არ მიიღებენ. „პრეზიდენტ მაკრონს ინტუიცია კარნახობს, რომ ყველაზე უარესი ჯერ […]