360 წაკითხვამართალია, ვანო მერაბიშვილმა კანონის წინაშე სასჯელი მოიხადა, თუმცა დანაშაულს აქვს როგორც სამართლებრივი, ასევე მორალური განზომილება და ის დანაშაულები, რომელიც მან ჩაიდინა, არანაირად არ აძლევს მორალურ უფლებას იყოს აქტიურ პოლიტიკაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ოლიგარქიულ მმართველობას უკვე თავადაც ადასტურებენ.

227 წაკითხვასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში საფრანგეთის ელჩს შერაზ გასრის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. აღინიშნა, რომ საფრანგეთი საქართველოს მეგობარი და საიმედო პარტნიორია. მთავრობის მეთაურმა საფრანგეთის ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში […]

321 წაკითხვათავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება მენტალურად არის მიერთებული მოსკოვთან და ქვეყნის უსაფრთხოებას კრემლის პრიზმიდან უყურებს. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნა, ტრაგედიაა, თუ ხელისუფლებაში ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთი იმ მდგომარეობაშია, სადღაც „მეორე ფრონტს“ გახსნის. „საქართველოს ხელისუფლების მთავარი პრობლემა სწორედ ის არის, რომ ისინი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას კრემლის პრიზმიდან უყურებენ. იმაში კი არ არის პრობლემა, რომ ვიღაც ჩვენი ხელისუფლებიდან „შნურით“ […]

342 წაკითხვაუკრაინისთვის იარაღის გადაცემა, რომელიც დღეს მას სჭირდება, პოლიტიკური ჟესტი იქნებოდა, რის საფასურადაც აშშ-სგან საქართველო უკეთესს იარაღს მიიღებდა, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებას, რომ კიევმა ითხოვა „ბუკის“ კომპლექსების გადაცემა, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. მისი თქმით, ხელისუფლების ლოგიკა იქამდე მიდის, რომ საქართველოს ჯარის გაძლიერება არ უნდა მოხდეს, ჯარი უნდა […]

191 წაკითხვაკასიანოვი არაადეკვატურია თავის მოქმედებებში და როგორც პიროვნება შესაფასებელია სწორედ ამ სიტყვით – რასაც ის დახმარებას ეძახის, საქართველოში შემოსულია თანხის სანაცვლოდ და საეჭვოდ ემთხვევა კონკრეტული ადამიანების გამდიდრებას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. კითხვაზე გულისხმობს თუ არა დავით კეზერაშვილს, ვოლსკი პასუხობს, რომ მას გულისხმობს. კასიანოვის განცხადება არაადეკვატურია იმ ვითარების, რომელიც 2008- ში იყო, მილიარდებია გადახდილი იმ სამხედრო […]

368 წაკითხვავხედავთ, როგორ არ ჩამოდის სცენიდან სააკაშვილი, მსოფლიოში საქართველოზე მის გამო საუბრობენ, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. პაატა ზაქარეიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის თემა არის ნიმუში იმისა, როგორი „ავადმყოფია არა სააკაშვილი, არამედ სახელმწიფო“. „აღტაცებული ვარ, ეს ერთი ადამიანი, როგორ ქმნის თავისი თავისგან პოლიტიკოსს და ანგარიშგასაწევ ძალას. მისი ავადმყოფობა და ციხეში ყოფნაც კი, საავადმყოფოში ყოფნაც […]

194 წაკითხვა მიშას თავისუფლება პირდაპირპროპორციულია ჩვენს ევროპულ მომავალთან”- ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი.  

231 წაკითხვაბიოლოგ ლევან ბუთხუზის პოსტი სოციალურ ქსელში: “ჩვენ აი ის გლეხები ვართ, ქე რო ზელენსკი კალვერას დაბრიდავს და მაგ დროს რო გამოვხტებით და წალდებით რომ დავკლავთ ბიძოს და ამფსონებს. გოუ (მიდი) ზელენსკი, გოუ!!! ხომ ხედავ, შენ გარეშე ჩავლპით!”- წერს ლევან ბუთხუზი, რომელიც ამბობს, რომ მის პრეზიდენტად მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკის მიიჩნევს.

215 წაკითხვაეს კაცი, 450 დღე არის ამ სიმულაციის რეჟიმში და მთელი საქართველო არის ამ სიმულაციის მსხვერპლი. ასეთი სათუთი ფსიქიკა აქვს მიხეილ სააკაშვილს, რომ მის ფსიქოლოგიას არ შეუძლია აიტანოს 2 ოთახიანი პალატა ?! ეს ხომ სირცხვილია – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი უყვირის და ლანძღავს სამედიცინო პერსონალს. “ასეთი სათუთი ფსიქიკა აქვს […]

164 წაკითხვაუკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თეთრ სახლში შეხვდა. უკრაინის პირველ პირს ჯო ბაიდენი და მისი მეუღლე, ჯილ ბაიდენი დახვდნენ., ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას ბაიდენმა ზელენსკის წლის კაცი უწოდა. პირისპირ საუბრისას ბაიდენმა უკრაინელი ხალხის მიმართ აღფრთოვანება გამოხატა, რომლებიც იბრძვიან საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის და აოცებენ მსოფლიოს. ბაიდენის თქმით, დღევანდელი შეხვედრაც უკავშირდება იმ საკითხს, თუ კიდევ როგორ დაეხმარონ უკრაინას.