1,725 წაკითხვაპარტია „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ ადამიანურ ტრაგედიაზე მოგონილი ამბების გამოყენება პოლიტიკური რევანშისთვის, ამორალურია. „არაფერი შეიძლება იყოს ისეთი ამორალური, როგორც ადამიანურ ტრაგედიასთან დაკავშირებით მოგონილი ამბების გამოყენება პოლიტიკური რევანშისთვის! ჯერ ახალგაზრდა, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმის დაკავშირება სცადეს ბიძინა ივანიშვილთან და ყველაზე წმინდას – ოჯახს, შვილს მიადგნენ… რა […]

1,670 წაკითხვავანო მერაბიშვილი არავის სჭირდებოდა, გააგდეს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სამგორის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა და მერაბიშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა,რომ არც საარჩევო სიაში იქნება და არც მაჟორიტარად იყრის კენჭს. „ვანო მერაბიშვილს ეს გადაწყვეტილება არ მიუღია. ვანო მერაბიშვილზე კარგად თქვა თეა წულუკიანმა, ციხიდან გამოსვლის აჟიოტაჟის მეორე დღეს – „ეს იქნება ცხელი კარტოფილი, რომელსაც ყველა ოპოზიციური პარტია ერთმანეთს გადაულოცავს […]

2,267 წაკითხვაპაატა შარაშენიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს საგანგაშო პოსტს და წერს, რომ იაშვილის კლინიკაში ბათუმიდან გადმოყვანილი 17 მცირეწლოვანი წევს, მათ შორის – 4 უმძიმეს ვითარებაში. ,,ბათუმში ნაწლავური ჩხირი “Escherichia coli”! მეგობრებო, ამას ვწერ რადგან გუშინ დავბრუნდი იაშვილის კლინიკიდან, სადაც 17 მცირეწლოვანი წევს, საიდანაც 4 უმძიმეს მდგომარეობაშია – გაჩერებული აქვთ ორივე თირკმელი, უკეთებენ დიალიზს ყოველდღიურად, მაღალ სიცხეებს ვერ არეგულირებენ ანტიბიოტიკებით, სხვა სირთულეებთან […]

1,338 წაკითხვათამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე დატოვეს. როგორც ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ განაცხადა, საქმეში ფედერალური ბიუროს ჩართულობის თაობაზე ზუსტი თარიღი უწყებაში ვერ დაასახელეს. მან ასევე საქმის მასალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყებაში საქმის გარკვეული მასალები გააცნეს, აქამდე კი სრულ ვაკუუმში იმყოფებოდნენ. „გავეცანი დაკითხვის ოქმებს, ყველა მხრივ მიმდინარეობს მუშაობა. მითხრეს, რომ კამერების […]

2,510 წაკითხვაროდესაც ლევან თოფაძის დაჭრის საქმეში ზურაბ ჟვანიას შვილის, ბუსა ჟვანიას სახელმა გაიჟღერა, კოლეგებს მაშინვე გაახსენდათ 2015 წელს „ალიაში“ გამოქვეყნებული ექსკლუზივი, სადაც დეტალურად არის აღწერილი, როგორ სცემა მაშინ 20 წლის ბუსა ჟვანიამ, რომელიც იმ დროს ამერიკაში სწავლობდა და საქართველოში იყო ჩამოსული, ბათუმში გია ბარამიძე. კარგია, რომ ეს ამბავი კოლეგებმა, როგორც ხშირდაც ხდება ხოლმე, თავის ექსკლუზივად მაინც არ გაასაღეს და აღნიშნეს, […]

6,491 წაკითხვაჟურნალისტი ჯაბა ხუბუა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას ზუგდიდში მომხდარ „ინციდენტს“ იხსენებს, რომელიც, ხუბუას თქმით, ზუგდიდში ყველამ იცის. ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას ზუგდიდში მომხდარ „ინციდენტს“ იხსენებს, რომელიც, ხუბუას თქმით, ზუგდიდში ყველამ იცის. ,,რა ღირს, ბიჭო, შენი ცოლი?” ის დროა, სააკაშვილი რომ პრეზიდენტია და სამეგრელოში გუბერნატორადაც, რა ლაპარაკი უნდა, მისი კაცი ზის. ზუგდიდში ერთი ჩასვლისას, მიშა რომ ჩვეულებრივად გაძღა და შეჟუჟუნდა, ამ […]

5,855 წაკითხვაენმ-ის წევრი, მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში, წერს: „ჟვანიას ბიჭს ფსიქიკა აქვს შერყეული და ბუნებრივიც არის, დედამისმა და ბიძამისმა ფულის სანაცვლოდ მამამისის უკანალი ბაირაღად აქციეს, რაც მიშას მამამისის გამო ტალახი ესროლეს და მიშამ მაინც ნამუსი შეუნახა, თავზე ჩამოახიეს ყველაფერი და ნამუსი ახადეს, რაც წამოიზარდა ეს ბავშვი, სულ შარშია გახვეული, აქეთ-იქეთ იყურება, რომ არავინ წამოაძახოს მამამისზე რამე, ახლა თოფაძის შვილიშვილი დაუჭრია […]

2,017 წაკითხვამომღერალი თემურ თათარაშვილი სოციალურ ქსელში, წერს: “მადლობას გადაგიხდით ჩემო მეგობრებო, კოლეგებო, მსმენელებო და ადამიანებო, ვისაც სხვისი შეურაცხყოფის დანახვა გულგრილად არ შეუძლია. იმედი მაქვს ჩემი გამოხმაურება დააფიქრებს ბევრი გადაცემის ჟურნალისტს და წამყვანებს, რომ ადამიანის პირად ცხოვრებაში ქექვა, სიბინძურეების შეთხზვა და შემდეგ ამის ტირაჟირება არის დანაშაული და ადრე თუ გვიან საზოგადოებისგან მიიღებს ადექვატურ პასუხს. ახლა რაც შეეხება ჩემს სიუჟეტს, მივიღე ბოდიში […]

1,142 წაკითხვასაქართველოს პროკურატურა ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებული ბუსა ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, უწყება სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს. ბუსა ჟვანიას ბრალი პროკურატურამ ოფიციალურად უკვე წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 02 აგვისტოს, გამთენიისას, ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ლ.თ.-ს […]

2,986 წაკითხვათავისი შვილები ხომ კარგად ჰყავს და ჩემი შვილი მკვდარი იქნება, თუ ცოცხალი, მისთვის სულერთია ალბათ, – აღნიშნული სიტყვები პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მისამართით 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა. როგორც ის „ინტერპრესნიუსთან“ განმარტავს, მოლოდინი ჰქონდა, რომ მას გიორგი გახარია შეხვდებოდა. „სრული იგნორია. ამაზე იყო დამოკიდებული ჩემი შემდგომი მოქმედება, რატომღაც 1%-ით მაინც მქონდა გულის კუნჭულში იმედი, რომ გახარია შემხვდებოდა, ან სატელეფონო კავშირი […]