2,506 წაკითხვავინც რა უნდა თქვას… ვისაც როგორ უნდა, ისე გაზომოს… ვისაც როგორ მოეპრიანება, ისე ილაპარაკოს… მაგრამ ერთი რამ ცხადია, დღეს ხელისუფლება და შინაგან საქმეთა მინისტრი (სამინისტრო) ვახტანგ გომელაური სუფთაზე უგებს რევოლუციის მოყვარულთა საზოგადოებას, რომლის სათავეშიც დგანან პირწავარდნილი ფაშისტები, ანუ ქვასროლია და შეშასროლია „ნაციონალები“, აქამდე მაღაზიების სახურავებზე გვამების შემოდება რომ გამოსდიოდათ და დღეგამოშვებით ორ-სამ გვამს ითხოვდნენ. აღარაფერს ვამბობ ცოცხებსა თუ „კასტილიან“ […]

1,452 წაკითხვაარასდროს დამავიწყდება კადრი, ახლადგაპრეზიდენტებული სააკაშვილის დროს, „შევარდნაძის პარლამენტმა“ (ჯერ კიდევ არ იყო ახალი მოწვეული) რომ გრიალ-გრიალით დასცხო მიშას პარტიული ჰიმნი. ერთადერთი (!) კაცი, 235 დეპუტატიდან, ვინც ფეხზე არ წამოდგა, იყო გურამ შარაძე. პირდაპირ ეთერში ვუყურებდი, კამერაც ახლოდან აჩვენებდა, როგორ იჯდა და იღიმოდა… ყველაზე მაგარი მამა მყავს!  რუსუდან შარაძე

1,881 წაკითხვაწეღან მოვისმინე – ვეტერანებს, არ ვიცი რა ჯგუფს, მიმართვა გამოუქვეყნებიათ – ახალგაზრდებს აშინებენო – ჭკუით იყავით თორემ თქვენს ფერად თმებს ჰაერში მიმოფანტულს ვნახავთო. ეგენი რას ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას გამოესარჩლენ? არა დააზიანეს! რამდენი ასეთი დაზიანება თვითდაზიანების აქტს გაუძლებს სახელმწიფო? სამშობლო – ქვეყანა რომ გაუძლებს ეგ ვიცი – მურვან ყრუს გაუძლო და სტალინსაც კი. ბარემ აქვე ვიტყვი – თანამედოვე ქართველ კაცებზე […]

2,841 წაკითხვაამ ტუტუც პოლიტისტებლიშმენტს ჰგონია, რომ ივანიშვილი 2012 წელს მოვიდა ხელისუფლებაში. სინამდვილეში ივანიშვილი ხელისუფლებაშია 2004 წლიდან. ამ დროიდან მისი გაწერილი გეგმით იმართება საქართველო. ჯერ სააკაშვილი ჰყავდა მთავარ მენეჯერად. მოწესრიგდა საფინანსო, საგადასახადო და საბაჟო სისტემები, რომლის გამართულად მუშაობისთვის ივანიშვილმა არა მარტო ფინანსური რესურსები ჩადო, არამედ ყველაფერი მისი მომზადებული კონკრეტული გაწერილი პროგრამით გაკეთდა. ამით შესაძლებელი გახდა მასობრივი კორუფციის აღმოფხვრა. თუმცა ელიტარული კორუფცია […]

3,374 წაკითხვა„როგორ იქნება მომავალ წელს ამ დროს: ბიძინა – რუსეთში კალაძე– ციხეში გახარია–ციხეში გომელაური–ციხეში მათიკაშვილი– თავის სამრეცხაოში ოხანაშვილი–მდინარაძე–თალაკვაძე და ეგეთები სადმე კლერკებად. ვის გაახსენდება საერთოდ. ღარიბაშვილი–სადმე ბიძინას ქონების ყარაულად ფარცხალაძე –ციხეში ჩვენი ბუნჩულა პრემიერი ბახტაძეც სავარაუდოდ ციხეში. (ნუ გაგიკვირდებათ, ბულკივით კი იყო, მაგრამ მგონი არაერთი მილიონი გააყოლა ხელს). ენძელა – ჯიგარია და სადაც გაუსწორდება იქ. თადუმაძე– ან ციხეში ან სასწავლებლად […]

1,978 წაკითხვა„მიხეილ სააკაშვილის გარეშე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დემონტაჟი გამორიცხულია“, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ რადიო „პალიტრის“ ეთერში  განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილმა ბევრი რამ დააშავა და ბევრიც გააკეთა. „ის ხალხი მეძახის უპრინციპოს, რომელიც, როცა მე ჯალალედინს ვეძახდი სააკაშვილს, მაშინ სააკაშვილის მხარეს იყოს. ენები დაიმოკლონ და ღირსებაზე ლაპარაკს თავი დაანებონ. უღირსობა რატომ იქნებოდა იცით? მე რომ დამალულად მივსულიყავი. […]

2,363 წაკითხვასაქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება: „გეყოფათ ეს ფარისევლობა, რა! ახალგაზრდებმა იუმორისტულად ბიძინეს ხატები როგორ დაწერესო! რელიგიური გრძნობების „შეურაწყოფააო“! ის არ არის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, თქვე ძალიან ყურადღებიანებო, ქურდ-ბაცაცებით და ყაჩაღებით რომ სავსეა ეკლესია?! ის არ არის შეურაცხყოფა, წმინდა სინოდის სხდომა რომ მაფიოზურ „რაზბორკებსა“ ჰგავს?! არც ის შეურაცხგყოფთ, 46 სინოდის წევრი ეპისკოპოსიდან ერთს […]

2,108 წაკითხვა„ძალიან უხერხული სიტუაციაა, მაგრამ ეს არის პარლამენტი, ეს არ არის სალობიე, რომ ხან გამოცხვება ლობიო და ხან არა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ პარლამენტში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღეს დილით აქცია მშვიდობიანად დაიშალა. ქანთარიას თქმით, აქციაზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. „მე, რამდენადაც ვიცი, აქცია მშვიდობიანად დაიშალა. მითხარით, რამე მოხდა?!“– აღნიშნა ქანთარიამ. ჟურნალისტის კითხვაზე, უყურებდა […]

2,355 წაკითხვა„ამტელ ჰოსპიტალის” კლინიკური დირექტორის, ლაშა მაჭარაშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეს, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით სხეულის გადაციება ჰქონდა, ალკოჰოლური ინტოქსიკაცია დაუდგინდა. ექიმის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და დღის ბოლომდე საავადმყოფოდან გაწერენ. „08:30 საათისთვის შემოიყვანეს 23 წლის პაციენტი ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დიაგნოზით. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და რამდენიმე საათში გაეწერება. გადაციების შემთხვევა არ ყოფილა, წყლით დასველებული შეიძლება იყო, მაგრამ დიაგნოზი ალკოჰოლური ინტოქსიკაციაა”,- განაცხადა ლაშა მაჭარაშვილმა. […]