2,634 წაკითხვასახალხო დამცველი ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრების ცემისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე განცხადებას ავრცელებს. „მედიაპრესი“ აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „2019 წლის 22 ოქტომბერს სოციალურ ქსელსა და მასმედიის საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია და ვიდეოჩანაწერი ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრების ცემისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. სამწუხაროდ, აღნიშნული ინფორმაცია და ვიდეო მასალა კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ უმძიმეს […]

2,338 წაკითხვა„დღეის მდგომარეობით, ქალაქში A კატეგორიის დაახლოებით 11 000 ტაქსია რეგისტრირებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა. კალაძის თქმით, რეფორმა შედგა და პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. „ჩვენ განვახორციელეთ ტაქსის რეფორმა, რომელიც მართლაც წარმატებული გამოდგა, მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტების მხრიდან მოდიოდა შემოტევები ამ რეფორმაზე. A კატეგორიის ტაქსები ქალაქში დაახლოებით 11 000-ია რეგისტრირებული, რომელიც ქალაქის […]

1,936 წაკითხვადაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურა პირველი ნოემბრიდან შედის ძალაში. ცვლილების მიზანი დაკარგული და გაუქმებული დოკუმენტების ბოროტად გამოყენების პრევენციაა. საქართველოს მოქალაქემ, პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამართალდაცავ უწყებას ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს და მიიღოს მათგან პასპორტის დაკარგვის ან მოპარვის შესახებ საჩივრის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა, რომელიც, სხვა დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარადგინოს ახალი დოკუმენტის მისაღებად. საზღვარგარეთ აღებულ ამ […]

1,520 წაკითხვაპარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი დაამტკიცა. გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე უყარეს კენჭი. კენჭისყრა ფარული იყო. სუს-ის ხელმძღვანელად გრიგოლ ლილუაშვილს მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, რვა კი წინააღმდეგი იყო. პარლამენტმა გრიგოლ ლილუაშვილი თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით დაამტკიცა.

1,669 წაკითხვასაქართველოს პარლამენტში დეპუტატები ვიქტორ ჯაფარიძე და თენგიზ გუნავა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინციდენტი პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის დაწყებამდე დაიწყო, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილს უსმენენ. მედიის წარმომადგენლები საკომიტეტო დარბაზში ინციდენტს იმ დროს შეესწრნენ, როდესაც დეპუტატები ერთმანეთზე ფიზიკურად იწევდნენ. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამის დაკონკრეტებისგან დეპუტატები თავს იკავებენ.

2,103 წაკითხვათბილისში ერთ-ერთ მაღაზიაში შეძენილ გაყინულ ორაგულში მატლები აღმოაჩინეს. მაღაზიის მენეჯერი დარწმუნებულია, რომ პროდუქტი მათგან არ უყიდიათ, პროდუქტის რეალიზატორი კი ამტკიცებს, რომ ეს ნაწლავია, რომელიც სავარაუდოდ იმპორტიორს პროდუქტიდან არ გამოუცლია. სუპერმარკეტ „ზღაპარში“, სადაც მომხმარებელმა თევზი შეიძინა, გაყინული ორაგული მართლაც იყიდება, შენახვის ვადები კი სარეალიზაციო პირობებს აკმაყოფილებს, თუმცა მაღაზიის მენეჯერი დარწმუნებულია, რომ მყიდველს თევზი მათთან არ შეუძენია. სარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქტი აშშ-იდან საქართველოში კომპანია West Invest-ს შემოაქვს. კომპანიაში ადასტურებენ, რომ თერმულად დამუშავების შემდეგ პროდუქტმა […]

1,852 წაკითხვაფაქტია ანაკლიის პორტის ბედი დიდი ხანია რუსეთის სასარგებლოდ პუტინმა გადაწყვიტა. ხელისუფლებაც და ანაკლიის კონსორციუმიც უბრალოდ „ჟულიკობენ“ და ერთმანეთს აბრალებენ, რეალურად ამ პორტის ბედი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დასრულებულია და ტყუილად ნუ ფაფხურობთ. გიორგი ლაღიძე

2,451 წაკითხვაკატების გამო, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ბიურო, აფხაზეთიდან დევნილ, ვეტერანის ოჯახს სახლს უყიდის. თორდუების ოჯახმა სააღსრულებლო ფურცელი საცხოვრებელი სახლის აუქციონზე გატანასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ მიიღო. ლალი თორდუას განცხადებით, კატა შვიდ კნუტთან ერთად ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოთხი თვის წინ ჩააბარა, რისთვისაც რვა ლარის გადახდა დაეკისრა, აღნიშნული თანხა თორდუამ გადაიხადა თუმცა ფაქტს ვერ ადასტურებს, რისთვისაც მის ერთად ერთ საცხოვრებელ სახლს აუქციონზე […]

1,704 წაკითხვასრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩიჩხიტურის და უდაბნოს მონასტრებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელ ზაზა ვაშაყმაძეს მიმართავს. ,,მოგესალმებით პატივისცემით და მოგმართავთ, ჩვენი აზრით, მეტად მნიშვნელოვანი საკითხის გამო: საქმე ეხება ორ მნიშვნელოვან მონასტერს – უდაბნოს და ჩიჩხუტურს. იურიდიულად და კარტოგრაფიულად ყველაფერი ნათელია: საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანის […]

1,698 წაკითხვა„ტაქსით მგზავრობის ფასი განსაკუთრებით პირველი დღეების განმავლობაში იყო პრობლემა, თუმცა ეს თემა რეგულირდება და პრობლემა აუცილებლად მოგვარდება“,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტაქსების გაზრდილ საფასურთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მათ ჰქონდათ კომუნიკაცია კომპანიებთან, რომლებიც ბაზარზე მუშაობენ. „არავის ექნება იმის შესაძლებლობა, რომ რეფორმისა და ხალხის ხარჯზე გაზარდოს ფასები. აუცილებლად, ეს ყველაფერი იქნება დარეგულირებული და თვითონ ბაზარიც დაარეგულირებს“,- განაცხადა […]