500 წაკითხვარუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს „რატიფიკაციისთვის“ წარუდგინა ოთხი ხელშეკრულება რუსეთთან ოთხი ახალი რეგიონის შეერთების შესახებ, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ე.წ. „საერთაშორისო ხელშეკრულებები“, სხვა საკითხებთან ერთად, აზუსტებს ახალი რეგიონების „საზღვრებს“. დოკუმენტების თანახმად, „ორი რესპუბლიკისა და ორი რეგიონის საზღვრები განისაზღვრება საზღვრებით, რომელიც არსებობდა მათი დაარსების დღეს და რუსეთთან შეერთების დღეს“. სახელმწიფო სათათბირო უკრაინის რეგიონების ანექსიის ხელშეკრულებებს 3 ოქტომბერს […]

517 წაკითხვარუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მოლაპარაკებების წინაპირობები ამჟამად არ არსებობს. „ამჟამად ვერ ვხედავთ მოლაპარაკების პერსპექტივას და ვაცხადებთ, რომ არ არსებობს რაიმე წინაპირობა ასეთი მოლაპარაკებებისთვის“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას, ხედავს თუ არა კრემლი ახლა ასეთი მოლაპარაკებების შესაძლებლობას და მიიჩნევს თუ არა მათ საჭიროდ. შეგახსენებთ, […]

501 წაკითხვაამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ამჟამინდელ ლიდერს ჯო ბაიდენს „სახელმწიფოს მტერი” უწოდა. ტრამპმა აღნიშნული განცხადება პენსილვანიაში გამართულ მრავალათასიან აქციაზე გააკეთა. ყოფილმა პრეზიდენტმა ბაიდენი დაადანაშაულა, რომ ის აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) მის წინააღმდეგ იარაღად იყენებს. ტრამპმა FBI-ის აგენტების მიერ ფლორიდაში მისი სახლის ჩხრეკას „ამერიკის ისტორიაში, ნებისმიერი ადმინისტრაციის მიერ ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი ძალაუფლების ბოროტად გამოყენება” უწოდა. ამასთან, […]

802 წაკითხვაუკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. კრემლის განცხადებით, ემანუელ მაკრონთან საუბრისას ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვაში კიევი დაადანაშაულა, რამაც, მისი თქმით, “ფართომასშტაბიანი კატასტროფის” რისკი შექმნა. სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ჯგუფის ელექტროსადგურში გაგზავნის აუცილებლობაზე ორივე ლიდერი თანხმდება. კრემლის ინფორმაციით, პუტინი მაკრონს მსოფლიო ბაზრებზე რუსული სურსათისა და სასუქი პროდუქტების […]

550 წაკითხვარუსი სამხედროები მკაფიოდ ასრულებენ ყველა ამოცანას და ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასის მიწას. რუსეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „დღეს, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, ჩვენი სამხედროები, დონბასელ მებრძოლებთან ერთად, ღირსეულად ასრულებენ თავის მოვალეობას, იბრძვიან რუსეთისთვის, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მშვიდობიანი ცხოვრებისთვის. მკაფიოდ ასრულებენ ყველა დასახულ ამოცანებს და ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასის მიწას“ ,- განაცხადა პუტინმა ფორუმის – […]

625 წაკითხვადონბასის რეგიონში, სადაც აქტიური სამხედრო მოქმედებები უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება, მთელი ამ ხნის მანძილზე, მოვლენების გასაშუქებლად, პირველად ჩავიდა რეპორტიორი საქართველოდან. გთავაზობთ გულბაათ რცხილაძის მიერ დონბასის რეგიონში მომზადებულ მასალას. რეპორტიორის ფუნქციის აღება საკუთარ თავზე მომიხდა გამომდინარე იქედან, რომ ქართული მასმედია მხოლოდ კიევის თვალით დანახულ მოვლენებს გვთავაზობს. მაგრამ აუცილებელია პარიტეტის დაცვა და ობიექტური მიდგომა. ამიტომაც ვისარგებლე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული […]

668 წაკითხვაუკრაინის 2 მილიონი მოქალაქე რუსეთში გადაიყვანეს. მათ საბუთები წაართვეს, აშინებენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ კორეაში აზიის ლიდერთა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით გამოსვლისას განუცხადა. “რამდენიმე ასეული ათასი ბავშვი – ზუსტ რაოდენობას ახლა ვერავინ დაასახელებს”, – აღნიშნა პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, ყველა ეს პირი კავშირგაბმულობის საშუალებებს მოკლებულია, „საბუთებს ართმევენ, აშინებენ“ და ცდილობენ წაიყვანონ რუსეთის შორეულ რაიონებში, რათა რაც შეიძლება მეტად გაუჭირდეთ […]

1,264 წაკითხვაზოგიერთი დასავლური ქვეყანა იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ რუსეთისა და ბელარუსის გარეშე უსაფრთხოების არქიტექტურის აშენება შეუძლებელია, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ბელარუსის ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე განაცხადა. „მათ [დასავლეთში] ეს ესმით. სულ უფრო და უფრო მეტი საღად მოაზროვნე ადამიანია, რომლებიც უკვე იწყებენ ფიქრს: „რა იქნება შემდეგი, როცა ეს სიტუაცია დასრულდება? საჭიროა ფიქრი საერთოევროპულ თანამშრომლობაზე“. […]

589 წაკითხვაუკრაინელი სამხედროები სევეროდონეცკსა და ტოშკოვკაში მტრის თავდასხმებს წარმატებით იგერიებენ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. “უკრაინელი ჯარისკაცები წარმატებით იგერიებენ მტრის თავდასხმებს სევეროდონეცკსა და ტოშკოვკაში, ბრძოლა გრძელდება”, – აცხადებენ გენშტაბში. „სევეროდონეცკის მიმართულებით მტერმა განახორციელა საცეცხლე შეტევა ჩვენს პოზიციებზე ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან და მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებიდან. მათ ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის, ტოშკოვკას, უსტინოვკას, ბოროვსკოეს, მეტელკინოს დასახლებების […]

556 წაკითხვაუკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მოახდენს ყველა იმ ტერიტორიის დეოკუპაციას, რომელიც ისტორიულად მას ეკუთვნის. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი, უკრაინის შეიარაღებული ძალები და ყველა ჩვენგანი იბრძვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. რთული ვითარება აღმოსავლეთში განპირობებულია იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაციის ყველაზე მეტი შეიარაღება, სამხედრო ფორმირებები, ბატალიონები და ა.შ. იქ არის კონცენტრირებული“, – განაცხადა მან. ზელენსკიმ ხაზგასმით […]