1,663 წაკითხვაპარლამენტმა “ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი დაამტკიცა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის ავტორობითა და ინიციატივით მომზადებული პროექტი 83 ხმით, მესამე მოსმენით მიიღეს. კანონის პროექტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან ”სისხლის სამართლის კოდექსით” გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს. ამასთან, ”სისხლის სამართლის კოდექსის” 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც შეფარდებული […]

1,034 წაკითხვა19 წლის ფეხბურთელის, მიშო ახლოურის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის, მისი 21 წლის ძმის, გიორგი ახლოურის, ინტერესს საზოგადოებრივი ადვოკატი თამარ გაჩეჩილაძე იცავს. – ახლობლები ამბობენ, რომ გიორგიმ დანა ძაღლს ესროლა, მიშო აეფარა ძაღლს და დანა მას მოხვდაო, ამ ინფორმაციას დამიდასტურებთ? – დაახლოებით ასეთი მომენტი იყო, მაგრამ რადგან დუმილის უფლება აქვს არჩეული, დავიცვათ მისი უფლებები და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ეს იყო შემთხვევით […]

1,464 წაკითხვათვითმხილველების ინფორმაციით, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს სასიკვდილო ჭრილობა სამართალდამცველმა მანქანაში მიაყენა. როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს, სროლის ხმა ღამე, 00:00 საათზე გაიგო. „დაახლოებით 4-5-ჯერ გაისროლეს, შემდეგ მანქანიდან გადმოვიდნენ და ის ეუბნებოდა, რატომ მესროლე, მეც დამჭერიო? დედა შემაგინა და იმიტომ ვესროლეო. მანქანაში მოხდა ეს ამბავი. მანქანის გაჩერების ხმა იყო, გაჩერდა მანქანა და მანქანაში ესროლეს, დაგუდული ხმა იყო, გარეთ ნასროლი არ იყო. მგონი […]

1,408 წაკითხვათელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში ცოლის ძმამ სიძე მოკლა. ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ნასროლი ტყვიით ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, უცნობია. ადგილზე იმყოფებიან პოლიცია და ექსპერტკრიმინალისტები. მიმდინარეობს გამოძიება.

1,543 წაკითხვათბილისის ზღვის ტერიტორიაზე მანქანაში ცხედარი იპოვეს. სამართალდამცველებს მანქანის შემოწმება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მიიჩნიეს, რომ ის ზღვასთან საეჭვოდ დიდი ხნის განმავლობაში იდგა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

1,398 წაკითხვაპროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, საქმეზე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. „გამოძიების მსვლელობისას საქმეზე გამოიკითხა 600-ზე მეტი პირი; ჩატარდა ათეულობით საექსპერტო კვლევა; დამუშავდა და გაანალიზდა ასეულობით საათის ვიდეო ჩანაწერები, საკომუნიკაციო ოპერატორებისაგან მიღებული ინფორმაცია ათასობით სატელეფონო აქტივობების შესახებ; აღდგენილი და შესწავლილი იყო თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონსა […]

1,245 წაკითხვაქობულეთში 15 დეკემბერს მამაკაცი სანადირო თოფით მოკლეს. მოკლულია ვალერი ვერულიძე, რომლის მისამართით 7-ჯერ გაისროლეს. ადგილობრივები სავარაუდო დამნაშავეს ასახელებენ და ამბობენ, რომ შესაძლოა მკვლელობა ედუარდ მსხალაძემ ჩაიდინა, რომელიც იმავე ტერიტორიაზე ცხოვრობს, წარსულში ნასამართლევია და დაახლოებულია ე.წ. შავ სამყაროსთან, თუმცა რა შეიძლებოდა გამხდარიყო მკვლელობის მოტივი, ამაზე ვერავინ საუბრობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მკვლელობის დროს ვალერი ვერულიძე კარტს თამაშობდა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის კონსტანტინე […]

920 წაკითხვათეთრიწყაროში გამთენიისას მკვლელობა მოხდა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ქმარმა ცოლი მოკლა. ცოლ-ქმარი სახლში მარტო იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაწყებულია გამოძიება.

1,200 წაკითხვაშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1955 წელს დაბადებული ნ.ც. განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს – გ.მ.-ს, თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. გ.მ. შინაგან […]

1,318 წაკითხვასიმართლე გითხრათ, შოკში ვართ, არ ველოდით ამ გადაწყვეტილებას, – ასე გამოეხმაურა სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლებას ბრალდებული აკაკი ხუსკივაძე, რომელიც ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თეოდორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით იყო დაკავებული. როგორც ხუსკივაძემ განაცხადა, მისი და მისი მეგობრის დაკავება პოლიტიკას უკავშირდება. „დღეს, სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა ქრთამის მიცემის და მოსყიდვის მიზნით, რაც შეეხება კონკრეტულად საქმეს – თეოდორე გობეჯიშვილს, პირველ რიგში ოჯახს […]