171 წაკითხვაგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს. 21 დეკემბერს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში 21 დეკემბერს მოსალოდნელია შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი. ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღისით +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება. […]

232 წაკითხვარა ქნა ბიძინა ივანიშვილმა, რუსებს ტანკები უყიდა, თუ დროშა აღმართა? – განაცხადა მიხეილ მესხმა 19 დეკემბერს, “ჯორჯიან-თაიმსი”-ს ეთერში სტუმრობისას, როდესაც შეაფასა ოპოზიციის განცხადებები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. მისი თქმით, გაუგებარია, რა მიზეზით ერჩიან ივანიშვილს და რა არგუმენტები აქვთ როდესაც ამბობენ, რომ ის პრორუსულ პოლიტიკას ატარებს, იმ ფონზე, როდესაც, მისივე თქმით, ელენე ხოშტარია ფინანსებს რუსეთიდან იღებს.

235 წაკითხვაუკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვა გაავრცელა. “მინდა მივმართო ჩვენს მეგობრებს და მოაზროვნე, წინდახედულ ადამიანებს საქართველოში. დარწმუნებული ვარ, ყველამ ნახეთ, რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, რა მდგომარეობაშია მისი ჯანმრთელობა. მივმართავ ქართველ ერს და საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინეთ გულმოწყალეობა, განსაკუთრებით, ამ მძიმე დროს. ის, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, ბოროტებაა. ეს საქართველოს […]

166 წაკითხვაახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ნიკა სიმონიშვილი ამჯერად ნონა ქურდოვანიძემ შეცვალა, რომელიც ორგანიზაციის გამგეობამ აირჩია. ინფორმაციას “საია”-ს ოფიციალური გვერდი ავრცელებს. ნონა ქურდოვანიძე 2019 წლის მარტიდან ხელმძღვანელობდა საიას სამართლებრივი დახმარების პროგრამას და იყო ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს წევრი, ხოლო 2016 წლიდან არის საიას გამგეობის წევრი. 2018-2020 წლებში გამგეობის მიერ არჩეული იყო თავმჯდომარის მოადგილედ.  

162 წაკითხვაცენტრი “ემპათიის”  ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი, მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზებთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს პასუხობს: “კითხვებზე ვპასუხობ: რა დიაგნოზები აქვს მიხეილ სააკაშვილს, ცნობისმოყვარე სკეპტიკოსები მეკითხებიან –  ძალიან მძიმე, წარმოადგენს გათავისუფლების საფუძველს. უმრავლესობა მათგანი კავშირშია მოწამვლასთან. სისხლში, თმაში – აღმოჩენილია: ვერცხლისწყალი, დარიშხანი, ტალიუმი, ტყვია, ბისმუტი, ბარიუმი, ფრჩხილებში კადმიუმი, მანგანუმი, მცირე დოზებით, სიმპტომებთან კორელაციაში მიუთითებს ინტოკსიკაციაზე. დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს უცნობ ნაერთთან, რთულ ქიმიურ […]

279 წაკითხვაშიმშილობის მე -5 დღე სრულდება. ეს ახალი გამოცდილება არის ჩემთვის. ფსიქოლოგიურად მზად შევხვდი ამიტომ ჩემი ფიზიოლოგიაც ჩემს ცნობიერს დაექვემდებარა.”– წერს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში. “ჩემი შიმშილობა არ არის არც მსხვერპლშეწირვა და არც მოლოდინი იმის, რომ ჩემი და ჩემი მეგობრების მოთხოვნა უპირობოდ შესრულდება რუსული ოცნების მიერ. ჩემი შიმშილობა უკიდურესი პროტესტის გამოხატვა არის – ქვეყანაში გამეფებულ ზიზღზე, ბოღმაზე, […]

247 წაკითხვაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მკვლელობაში ბრალდებულმა პირმა დაკავების დროს თავი მოიკლა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარ სამმართველოში 2022 წლის 18 დეკემბერს დაიწყო გამოძიება თბილისში ამავე დღეს მომხდარ განზრახ მკვლელობის და დაჭრის ფაქტზე (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით). გამოძიებით დადგინდა, რომ 1987 წელს დაბადებულმა გ.ს.-მ თანმხლები პირის – 1989 […]

245 წაკითხვაგივი თარგამაძის გამოხმაურება მიხეილ სააკაშვილის კადრებზე, რომელიც კლინიკა “ვივამედშია” გადაღებული. “რასაც ახლა აჩვენებთ – ქოცებო, საბოლოოდ და მოუბრუნებლად ხართ რუსები. წარმომავლობის, დაბადების ადგილის მიუხედავად – ნაღდი პუტინის რუსები. ხოდა, როგორც პუტინს, ასევე მალე მოგე@@ნებათ ეგ თავზე გადასვრილი ცხოვრება. აგერ მე და აგერ თქვენ”- წერს თარგამაძე.

238 წაკითხვანაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძეს კვერცხი ესროლეს იმ დროს, როდესაც ის “ფორმულა”-ს ეთერში ერთვებოდა.  

171 წაკითხვაირკვევა, რომ დღეს სააკაშვილი ღრმად სნეული, უდროოდ დაბერებული, მომაკვდავი ადამიანია – წერია ნიკა გვარამიას სახელით გამოქვეყნებულ პოსტში. ვიხილეთ უბინძურესი და სასტიკი დანაშაული, ჩადენილი სახელმწიფოს მიერ. საკუთრივ, გავრცელებული კადრები არ გვეუბნება არაფერს, გარდა ერთისა: ბოლო 15 წამის მასალით ირკვევა, რომ დღეს სააკაშვილი ღრმად სნეული, უდროოდ დაბერებული, მომაკვდავი ადამიანია. აი, კადრების გავრცელების ფაქტი კი არის სააკაშვილის მიმართ ჩადენილი წამებისა და არაადამიანური […]