143 წაკითხვასაქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახედ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ვიეტნამის მოქალაქემ და მისმა თანამზრახველმა, მათ ხელთ არსებული თანხები ეტაპობრივად განათავსეს საქართველოში გახსნილ პირად საბანკო ანგარიშებზე, რის შემდეგაც თანხების ინვესტირება ძვირადღირებულ უძრავ ქონებებში […]

157 წაკითხვაპოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 16 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დეპარტამენტის, გურიის […]

262 წაკითხვასაქართველოს პროკურატურამ „ახალციხის კლინიკა იმედი“-ს ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ამავე კლინიკის ექიმის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 18 მარტს, ქ. ახალციხეში, შპს „ახალციხის კლინიკა იმედში“, ამავე კლინიკის თანამშრომელს – ექთან მეგი ბაქრაძეს ასტრაზენეკას ვაქცინით „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა. კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების […]

159 წაკითხვასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში ორი პირი მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რძის პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიიდან, მიზერულ ფასად ყიდულობდნენ ვადაგასულ და საკვებად უვარგის  პროდუქტებს, რომელიც თითქოსდა უნდა გამოეყენებინათ ცხოველთა საკვებად. ნაცვლად აღნიშნულისა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულები რძის პროდუქტებს უცვლიდნენ […]

159 წაკითხვაადვოკატი მარიამ კუბლაშვილი, მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროვებას ეხმიანება: “დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქვეყნის პირველი პირის პერსონა ყოველთვის იყო და, ალბათ, კვლავ იქნება განსაკუთრებული საჯარო ინტერესის ობიექტი, განურჩევლად კონტექსტისა, ჟამისა და დროებისა…ასევე ყოველთვის და განსაკუთრებით ახლა გვაინტერესებდა და გვაინტერესებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია და იმიჯი. ახლა, როდესაც მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, არაერთი შეცდომისა მაინც აქტიურად მივისწრაფვით ევროპისკენ, როდესაც რეგიონში არსებული უკიდურესად რთული სიტუაციის […]

144 წაკითხვაშინაგან საქმეთა სამინისტრომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 62 პირი დააკავა, მათ შორის 46 ნარკორეალიზატორია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. “ნარკორეალიზატორები დაკავებული არიან სხვადასხვა ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ოზურგეთში, გორში, მარნეულსა და რუსთავში, ასევე, თბილისის სხვადასხვა უბანში, მათ შორის ფონიჭალის დასახლებაში. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო […]

132 წაკითხვასაქართველოს მთავარი პროკურატურის გამოხმაურება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების თაობაზე, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადებაზე. პირველ რიგში, მადლობას ვუხდით ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და პროკურორის ოფისს მრავალი წლის განმავლობაში ჩატარებული ეფექტიანი გამოძიებისა და ქართულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის ფედერაციის და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი დანაშაულებების […]

218 წაკითხვამიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა აღარ დაიწყო. ეს ინფორმაცია მისმა ადვოკატმა გააცნო მედიის წარმომადგენლებს. მიზეზად კი ევროპარლამენტარების მოწოდებას ასახელებს: ,,ახლა მივიღე გზავნილი ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც ამ ეტაპზე კატეგორიულად მთხოვენ, რომ შევწყვიტო შიმშილობა, რათა საბაბი არ მივცე შესაბამის სამსახურებს, თითქოს მე თვითონ ზიანს ვიყენებ. ამავე დროს, ევროპარლამენტარები მპირდებიან მთელი დიპლომატიური მცდელობების მობილიზაციას, რათა უზრუნველყონ ჩემი მინიმალური უფლებების დაცვა. მე ცუდად ვარ იმიტომ კი […]

225 წაკითხვამიხეილ სააკაშვილმა კვლავ შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომელიც კლინიკა “ვივამედში” იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც დღევანდელი პროცესზე მას ვიდეოჩართვის შესაძლებლობა არ მიეცა. “ვიშიმშილებ მანამ, სანამ არ მივიღებ გარანტიებს საკუთარ პროცესზე ვიდეოჩართვაზე” – ამბობს სააკაშვილი წერილში, რომელიც შალვა ხაჭაპურიძეს გამოატანა და ის მედიას გააცნო.

126 წაკითხვამიხეილ სააკაშვილის სასამართლო კვლავ გადაიდო, რომელიც 22 დეკემბერს გაიმართება. მოსამართლემ  განმარტა, რომ შეგნებულად არ დანიშნა პროცესი 21 დეკემბერს, რადგან ამ დღეს მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა. დღევანდელ პროცესზე, მოლოდინების მიუხეადავად სააკაშვილს უარი ეთქვა რომ დისტანციურად მაინც ჩართულიყო კლინიკა ვივამედიდან, ხოლო ამის მიზეზად პენიტენციურმა სამსახურმა ტექნიკური შესაძლებლობის არქონა დაასახელა. სასამართლომ უნდა განიხილოს შუამდგომლობა სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებისა და უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით.