337 წაკითხვაუკრაინის საკითხის „დიდი ოცეულის“ შეხვედრებზე გატანა დესტრუქციულია – აღნიშნულის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რიო-დე-ჟანეიროში, „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. ამასთან, რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ დასავლეთის წაქეზებით, უკრაინის საკითხი „დიდი ოცეულისთვის“ „არაძირითადი“ იყო. „რუსეთის დელეგაცია აპირებს პარტნიორების განსაკუთრებული ყურადღება მიაპყროს „დიდი ოცეულის“ პოლიტიზების საკითხს, რომელიც შექმნილია სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებზე ფოკუსირებისთვის. დღის წესრიგში არაძირითადი საკითხების, მათ შორის […]

926 წაკითხვა22-24 თებერვალს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ქალაქ თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი იქნება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 22-23 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 24 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 22-23 თებერვალს […]

330 წაკითხვა„ოცნება“ ხელისუფლების მისატაცებლად ემზადება – მთავრობაში მყოფნი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მომზადებით კი არ არიან დაკავებულნი, მთელი სახელისუფლებო რესურსის საკუთარი გამარჯვებისთვის მობილიზებას ახდენენ. კარგია, რომ სადამკვირვებლო მისია არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩამოვიდა,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს NDI -ის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრამდე განუცხადა. მისივე თქმით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, პოლიტიკური დევნა და ოპონენტების დაშინება არჩევნებამდე ხდება და სადამკვირვებლო მექანიზმები მნიშვნელოვანია ამ […]

245 წაკითხვამსოფლიო კიბერუსაფრთხოების ინდუსტრიაში მომუშავე რესპონდენტთა მესამედზე მეტს (36%) მიაჩნიათ, რომ მათ მიერ მიღებული უმაღლესი განათლება საკმარისი არ არის მუშაობისათვის და ამიტომაც  აგრძელებენ სწავლას გამუდმებით, რათა ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად შეძლონ მუდმივად ცვალებადი  საფრთხის გამკლავება.   ასეთია  „კასპერსკის ლაბორატორიის“  გლობალური გამოკითხვის დასკვნები: კომპანიამ გადაწყვიტა გაერკვია სპეციალისტების დამოკიდებულება ინდუსტრიაში განათლების მიმართ და რა გავლენა აქვს მას მათ კარიერულ ზრდაზე. კვლევა ჩატარდა „კასპერსკის […]

231 წაკითხვაჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და კლინიკის თანამშრომლებს შორის, შეხვედრები, ყოველდღიურ რეჟიმში იმართება, თუმცა თანამშრომელთა გარკვეული ჯგუფი, სამწუხაროდ, უარს აცხადებს ნებისმიერი სახის კონსულტაციებსა თუ შეხვედრაზე,- ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, კლინიკის 350-მდე სამედიცინო პერსონალმა და ადმინისტრაციის თანამშრომელმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული, საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა. „რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან კონსულტაციები გრძელდება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ჯანდაცვის […]

1,009 წაკითხვაოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ოპოზიციური ჩრდილოვანი კაბინეტის კონფიგურაცია არსებობს, „არის ბოდვა“. მისივე შეფასებით, სუს-ი, რომელიც დღეს „პოლიტიკური ჟანდარმერიაა, საერთოდ უნდა გაუქმდეს“. „რუსთავი 2- ის“ ინფორმაცია, თითქოს არსებობდეს რაღაც ოპოზიციური ჩრდილოვანი კაბინეტის კონფიგურაცია, სადაც მე სუს-ის უფროსი ვარ, არის ბოდვა. მეტიც, ჩემი აზრით, ეს უწყება, რომელიც დღეს პოლიტიკური ჟანდარმერიაა, საერთოდ უნდა გაუქმდეს და მისი კომპეტენციები გადანაწილდეს […]

246 წაკითხვაბრიუსელში რომ ჩავიდა კობახიძე და ყველა ევროპელი ლიდერი მიუნხენშია, ეს რას ნიშნავს? – იმას, რომ არავისთან შეხვედრა არ გინდა. ჩათვალეთ, რომ ახლა ბრიუსელი მიუნხენშია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტს გამოეხმაურა. მისი თქმით, როცა „ქართული ოცნება“ მიუნხენის კონფერენციაზე არ მიდის, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ აინტერესებთ არც ევროკავშირის გაფართოების საკითხი და არც ინვესტორების […]

1,013 წაკითხვააშკარაა სურათი, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური ბრძოლის ველზე გადაინაცვლა და თავისი დე-ფაქტო, თუ დე იურე, მაგრამ არასრულყოფილი პრეზიდენტის რესურსით ცდილობს კვლავ ამ პოლიტიკური ბრძოლის აქტიურ ფლანგზე იყოს მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. ის ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩასვლას. „მიიწვიეს, ჩავიდა და რა საკვირველია, როგორც ადრე, არაფერ სიკეთეს არ უნდა ველოდოთ. ის თავისი ქვეყნის და ვითომ სახელმწიფოს მმართველობის, […]

248 წაკითხვაქართულ საზოგადოებას არ სჭირდება მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პროპაგანდისტების და ლიდერების აღიარებები. აღიარების სივრცე, არც არსებობს. ყველამ ყველაფერი კარგად იცის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ნიკა გვარამიას მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ერთადერთი, რაც შეიძლება გააკეთონ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პროპაგანდისტებმა და ლიდერებმა, უნდა ჩამოსცილდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებას. „ერთადერთი, რაც შეიძლება გააკეთონ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პროპაგანდისტებმა და ლიდერებმა, უნდა ჩამოსცილდნენ […]

261 წაკითხვა“მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ დღეს გადაწყვიტა, რომ ვითომ გაემიჯნოს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიუმხრობელი, „შუაშისტური“ ამომრჩევლის ხმებზე ინადიროს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, მისი ეს მცდელობა არის განწირული, იმიტომ, რომ ნიკა გვარამია არა უბრალოდ სახე იყო „ნაციონალური მოძრაობის“, არა უბრალოდ გამხმოვანებელი იყო მათი მესიჯების, არამედ იყო ერთ-ერთი შემოქმედი იმ ბოროტებისა, რასაც ერქვა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება და სააკაშვილის მმართველობა – ამ სიტყვებით […]