როგორ დავიცვათ უასფრთხოება კომპანიაში

590 წაკითხვა

ნებისმიერი ადამიანისთვის საკუთარი უსაფრთხოება ყოველთვის იყო უპირველესი პრიორიტეტი, რადგან მის გარეშე, ფაქტობრივად შეუძლებელია რაიმეს მიღწევა. თუ ადამიანი თავს დაცულად არ გრძნობს, ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ბედნიერებისკენ მიმართულია, აუცილებლად მარცხისთვის იქება განკუთვნილი. იმისათვის, რომ ადამიანებმა წარმატებას მიაღწიონ და მათთვის კარგი მომავალი შეიქმნან, აუცილებელია მოგვარებული იყოს უსაფრთხოების ნაწილი. იგივე შეიძლება ითქვას კომპანიებზეც – თუ მენეჯმენტს სურს, რომ თავისი საქმიანობით წარმატების მწვერვალები დაიპყროს, აუცილებელია დასაქმებული ადამიანები თავს დაცულად გრძნობდნენ. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ეს შეგრძნება რეალური იყოს, ანუ დაცული იყვნენ არამხოლოდ ადამიანები, არამედ საკუთრებაცა და პირადი ინფორმაციაც, რომლის მოგვარებაც ის ძირეული საკითხია, რომელიც ფუნდამენტშივე გადაჭრილი უნდა იყოს.

საკუთრების უსაფრთხოების დასაცავად სხვადასხვა მეთოდები არსებობს, მაგალითად კარების სისტემები, ვიდეოკამერების სისტემა, ადამიანური რესურსი პერიმეტრის დასაცავად, სიგნალიზაცია და სხვა. ათწლეულების წინ, რამდენადაც ხელმისაწვდომი იყო, იმდენად ცდილობდნენ დიდი ბიზნესები ამ ტექნოლოგიების გამოყენებას, თუმცა პატარა კომპანიებს ხშირად შეიძლება რესურსი არ ჰქონოდათ ამისათვის, დღეს კი უკვე ყველგანაა ხელმისაწვდომი იმ მინიმალური ღონისძიებების გატარება, რომელიც უზრუნველყოფს შენობის დაცვას.

ზოგჯერ ბიზნესის საწყის ეტაპზე, მენეჯერები უსაფრთხოებას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, თუმცა როდესაც კომპანიის ნაბიჯები წარმატებისკენ იქნება გადადგმული, აუცილებელი ხდება უსაფრთხოების კუთხით უფრო მეტად გააქტიურება, რათა მოულოდნელად წარმოქმნილმა პრობლემებმა, რომელიც გამოწვეული შეიძლება იყოს ნაკლებად დაცულობით, შეიძლება მთელი წარმატება წყალში გადაყაროს.

პირადი ინფორმაციის უსაფრთხოება ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომელსაც ნებისმიერ დროს შეიძლება დაემუქროს საფრთხე. კიბერუსაფრთხოება თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, თუმცა მისი მოგვარება სრულიად შესაძლებელია. ამისათვის აუცილებელია პროფესიონალთა გუნდმა მიხედოს ამ საქმეს. უსაფრთხოება ციფრულ სივრცეში ნებისმიერი კომპანიისათვის მნიშვევნელოვანია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ინფორმაციის შენახვა ან გადაცემა ციფრულად ხორციელდება. დღეს უკვე არსებობს სხვადასხვა „ქლაუდ“ სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ინფორმაციის უსაფრთხოებას.

კომპანიისთვის უპირველესი საზრუნავი საკუთარი საკუთრებისა და ობიექტების დაცვაა. ამისათვის ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელია ვიდეოკამერების სისტემა გამართულად იყოს მოწყობილი, რომელიც ობიექტის პერიმეტრზე დააფიქსირებს ნებისმიერ მოქმედებას. თუ ობიექტზე მოხდება არაკანონიერი შეღწევა, კამერების მეშვეობით შესაძლებელი ხდება რეალურ დროში ამის დაფიქსირება. სისტემა აპარატურული და პროგრამული ნაწილებისგან შედგება, რომელიც აერთიანებს ვიდეო კამერებს, მონიტორს, ობიექტივს, ვიდეოსერვერს ან ვიდეორეგისტრატორს. სისტემას აქვს შესაძლებლობა ვიდეოკონტროლი ნებისმიერ ლოკაციაზე განახორციელოს, რადგან შესაძლებელია ნებისმიერი შენობისა თუ ობიექტის სპეციფიკაციებთან ადაპტირება. თანამედროვე ჭკვიანი ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები და ვიდეო ანალიტიკა რეალურ დროში მონიტორინგისა და ვიდეოების ჩაწერის საშუალებას იძლევა. როგორც წესი, ჭკვიან ვიდეო სისტემას შეუძლია ამოიცნოს სახე, გაყვეს მოძრავ ობიექტებს, დათვალოს, ობიექტი მოძებნოს, დეტექცია გაუკეთოს მიტოვებულ საგნებს და მოძრავი სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება შეძლოს. ვიდეოსისტემა საშუალებას იძლევა, მისი მეშვეობით შემოწმდეს უსაფრთხოების სხვა სისტემების გამართული მუშაობაც. ასევე შესაძლებელია, რო ელექტრონული დაცვის სხვა სისტემებთან მოხდეს ინტეგრაცია და იყოს მართული წინასწარ შემუშავებული სცენარით.

 

Next Post

როგორ ავიმაღლოთ საახალწლო განწყობა

სამ დეკ 28 , 2021
590 წაკითხვადეკემბრის ბოლო მოახლოვდა და ქვეყნიერებაზე სულ უფრო იმატებს საახალწლო მოლოდინი, საფესტივალე განწყობა. წინდახედული ადამიანები უკვე იწყებენ სამზადისს და წინასწარ იმარაგებენ პროდუქტს თუ საჩუქრებს. დეკემბერში ყველა მოლოდინშია, რომელიც შეიძლება იყოს საახალწლო სუფრა, შვებულება, ფასდაკლება სამოსზე ან პროდუქტზე თუ უბრალოდ მეგობრებთან დროის გატარება. მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი თითქმის კარზეა უკვე მომდგარი, პანდემიის გამო წელს შედარებით ნაკლებად იგრძნობა, შესაბამისად მნიშვენლოვანია განწყობის […]

შესაძლოა მოგეწონოთ