„პოლიტიკურ და შემოქმედებით ელიტას ვთხოვ – სახლში რაც გინდათ, ის აკეთეთ!“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

830 წაკითხვა

„ქართველ ხალხს გამოვლილი გვაქვს ის, რაც ყაზახეთში აღგაგზნებთ – ჩემი ბაბლის ნაწილს.

ჩვენ სისხლიანი რევოლუციაც გვქონდა, უსისხლო რევოლუციაც, და უფრო წინ წავედით – დიდი ნაბიჯით – ხელისუფლება არჩევნებით შევცვალეთ.
ქართველი ხალხი არის უფრო წინ, ვიდრე სხვა პოსტ საბჭოთა რესპუბლიკების ხალხები (ბალტიისპირეთის გამოკლებით).

ჩვენ უკვე შევქმენით რაღაც მცირე, მაგრამ მაინც ტრადიცია.
პოლიტიკურ და შემოქმედებით ელიტას ვთხოვ, საკუთარი სასოწარკვეთის სუბლიმაცია უფრო მოკრძალებულად, პრივატულ სივრცეში მოახდინოს (სახლში რაც გინდათ, ის აკეთეთ!!!), პატივი სცეს ქართველი ხალხის მოკლე, სისხლით და უბედურებით, მაგრამ ამავდროულად დიდი აღმაფრენებით და წარმატებებით სავსე პოსტ საბჭოთა გზას და რეგიონში, ან მის შემოგარენში სიოს ყველა დაბერვაზე, ნუ გვაქცევს თალიბებად, ნუ გვცვლის ყაზახებში, ნუ გვამჯობინებს ყველას, სადაც პროტესტს დაინახავს! (უდიდესი პატივისცემით ყველასთან, უბრალოდ ჩვენ ობიექტურად სხვაგან ვართ).

ნუ ამახინჯებთ ისტორიას – თუნდაც უახლესს. გამოდის ქართველი ხალხი ქუჩაში, როცა ბრაზდება. და როდის გაბრაზდება, ამას ჩვენ არ შეგვეკითხება – ისე იზამს, ჩვენც პირს დავაღებთ, როგორც 20 ივნისს დავაღეთ.

ჩვენ ვართ სხვაგან და გვინდა არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, რომ ეს შესაძლებელია. რა ყაზახეთი?“- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

Next Post

„თალიბანი“ ყაზახეთში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

კვი იან 9 , 2022
830 წაკითხვა„თალიბანი“ ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებასა და მომიტინგეებს მშვიდობისკენ მოუწოდებს. „ავღანეთის ისლამური საამირო ყურადღებით აკვირდება ყაზახეთში განვითარებულ სიტუაციას და როგორც ახლო მეზობელი და ეკონომიკური პარტნიორი სახელმწიფო, შეშფოთებულია ბოლოდროინდელი არეულობებით. ავღანეთის ისლამური საამირო მოუწოდებს როგორც მთავრობას, ასევე მომიტინგეებს, საკითხები მოლაპარაკებებითა და მშვიდობიანი გზით გადაწყვიტონ და ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობა დააბრუნონ“, – ნათქვამია ავღანეთის ისლამური საამიროს საგარეო საქმეთა […]